რუსებმა ხერსონი აკრძალული ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალით დაბომბეს. ინფორმაციას ხერსონის ოლქის ხელმძღვანელი იაროსლავ იანუშევიჩი Telegram-ის საკუთარ არხზე ავრცელებს.
“რუსი ოკუპანტები ქალაქ ტავრისკის უბანს დაესხნენ თავს. თავდასხმისთვის კი ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალა გამოიყენეს. საბედნიეროდ, თავდასხმას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის განადგურება არ მოჰყოლია”, – წერს იანუშევიჩი.