რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ ხერსონის თეატრის დირექტორი გაიტაცეს – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
“მოვუწოდებთ მსოფლიო კულტურის საზოგადოებას შესაძლო და შეუძლებელი ძალისხმევა გამოიყენონ ოლექსანდრ კნიგას გათავისუფლებისთვის. ამის შესახებ მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს,” – წერია უკრაინის კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.










