საერთაშორისო სავალუტო ფონდის, IMF-ის ახალი ანალიზის თანახმად, ხელოვნური ინტელექტი სამუშაო ადგილების თითქმის 40%-ს ჩაანაცვლებს. ამის შესახებ, ფონდის მმართველმა დირექტორმა, კრისტალინა გეორგიევმა განაცხადა, რომლის თქმითაც, ხელოვნური ინტელექტი სავარაუდოდ საერთო უთანასწორობას გააუარესებს. ინფორმაციას ,,ბიზნესპრესნიუსი” ავრცელებს.
დირექტორის თქმით, მსოფლიოს მასშტაბით, ქვეყნის ლიდერებმა და ხელისუფლებებმა აუცილებლად უნდა დაიწყონ ამ ელვის სისწრაფით განვითარებადი ტექნოლოგიის წინააღმდეგ აღკვეთი ღონისძიებების გატარება, ვინაიდან ეს ტენდენცია შემაშფოთებელია.
ხელოვნური ინტელექტის გავრცელებამ, საზოგადოებაში მრავალმხრივი დამოკიდებულებები გააჩინა, ხალხის ნაწილი შეშფოთდა, ზოგი კი აღფრთოვანდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტი, განვითარებული ეკონომიკის 60%-ზე მოახდენს ძირეულ გავლენებს. ამ შემთხვევაში, მრავალი ადამიანი დაკარგავს სამსახურს, ხოლო დანარჩენებს კი საქმე გაუმარტივდებათ.
AI-ს, იგივე ხელოვნურ ინტელექტს ექნება იმის შესაძლებლობა, რომ შეასრულოს ყველა ის ამოცანა, რომელსაც ადამიანები ამჟამად ასრულებენ. ეს, რა თქმა უნდა, კომპანიებს აიძულებს, რომ ადამიანური რესურსი ხელოვნური ინტელექტით ჩანააცვლონ.
Goldman Sach-ის 2023 წლის ანგარიშის მიხედვით კი, ხელოვნურმა ინტელექტმა შეიძლება ჩაანაცვლოს 300 მილიონი, სრულ განაკვეთზე მომუშავე ადამიანი, მაგრამ ისინი საზოგადოებას იმით აიმედებენ, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება გამოიწვევს ახალი სამუშაოებისა და პროფესიების ჩამოყალიბებას.
გეორგიევას თქმით, ის ახალგაზრდები, რომლებიც წარმატებულად მოღვაწეობენ თავიანთ სფეროში და მაღალი ხელფასები აქვთ, არ არიან რისკის ქვეშ. პირიქით, მათი ხელფასები საგრძნობლად გაიზრდება, მაგრამ შედარებით ხანდაზმული ადამიანები, ან უბრალოდ დაბალკვალიფიციური-დაბალანაზღაურებადი პირები, დიდი ალბათობით, გათავისუფლებულნი იქნებიან სამსახურიდან.










