ქუთაისში სკოლის მოსწავლეებისთვის პროექტი “ხელოვნება განვითარებისთვის” განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში, ოქტომბერში, ოთხი შეხვედრა მოეწყო, რომელთა ძირითადი თემატიკა მხატვრული ლიტერატურისა და ხელოვნების სამოქალაქო აქტივზმთან კავშირი და ამ უკანასკნელის მნიშვნელობა იყო.
როგორც ორგანიზატორებემა “მეგა ტვ”-ს აცნობეს შეხვედრების განმავლობაში მოეწყო ფილმის ჩვენება და განხილვა, ასევე მხატვრული ნაწარმოებების გარჩევა და დისკუსია. პროექტის ძირითად მიზანს მოსწავლეებში კრიტიკული და კრეატიული აზროვნების განვითარება, ასევე მოტივაციისა და ინტერესის გაღვივება წარმოადგენდა.
“პროექტმა რაღაცები სულ სხვა თვალით დამანახა. თანაც დამაფიქრა ამა თუ იმ საკითხზე, ასევე პროექტის განმავლობაში განვივითარე ანალიტიკური უნარი და გავხდი უფრო კომუნიკაბელური.” – აღნიშნავს პროექტის ერთ-ერთი მონაწილე.
“ხელოვნება განვითარებისთვის” “ირის ჯგუფის,” mitOst-სა და გერმანიის საგარეო საქმეთა
სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელებული “მრავალფეროვნების სკოლა 2019-ის” ფარგლებში შეიქმნა. პროექტის მხარდამჭერი იყო ასევე საქართველოს უნივერსიტეტი.