კავშირი ფრანკლინის კლუბსა და კმარას შორის პირდაპირია, ესენი არიან ღირებულებებისგან დაცლილი ადამიანები, რომლებსაც ამოძრავებთ ერთადერთი მიზანი – ეს არის კონკრეტული დაკვეთის შესრულება და ქვეყანაში ვითარების არევა. რა თქმა უნდა, ისინი ამას ვერ მიაღწევენ. კმარას დროს იყო სხვა ვითარება, მაშინ იყო დასუსტებული მაშინდელი ხელისუფლება. დღეს ხელისუფლება არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ ახალ კმარებს უპასუხოს, მათ შორის, ასეთ ექსტრემისტულ დაჯგუფებებს.
კარგი იქნება ვიფიქროთ, რომ სისხლის სამართლის მატერიალურ კოდექსში ცილისწამება დამამძიმებელ გარემოებად მაინც იქნას მიჩნეული – თეა წულუკიანი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი თეა წულუკიანი სისხლის სამართლის კანონმდებლობაში „ცილისწამების“ თაობაზე მუხლის შემოტანის და მის დამამძიმებელ გარემოებად განსაზღვრის წინადადებით გამოდის. შესაბამისი ინიციატივა წულუკიანმა პლენარულ სხდომაზე, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში...