LIVE TV
ხუთშაბათი, ოქტომბერი 16, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

,,ხელისუფლება სათანადოდ ვერ აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას”- არასამთავრობო ორგანიზაციათა განცხადება მმართველი პარტიის ინიციატივაზე

დაპოსტა 2020/12/17-ში
1.4k
ნახვა
გაზიარება

ხელმომწერი ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოვხატავთ ხელისუფლების მიერ გაცხადებულ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც არსობრივად მიზნად ისახავს ოპოზიციური პარტიებისთვის სანქციების დაწესებას მათ მიერ გამოხატული პროტესტის გამო, რაც ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ საკუთარ მანდატებზე უარის თქმაში გამოიხატა;

ქვეყანაში დგას მწვავე პოლიტიკური კრიზისი, რომელიც  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს მოჰყვა, არჩევნებს, რომელსაც თითქმის პროპორციული სისტემაზე გადასვლის შემდეგ, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი იმედის თვალით უყურებდა და რომელიც მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე გაიმართა, ხოლო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეფასდა როგორც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩატარებულ არჩევნებს შორის ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი. არჩევნების შედეგების გადათვლის მოთხოვნით სადამკვირვებლო მისიებმა ჯერ საოლქო საარჩევნო კომისიებს, შემდეგ კი სასამართლოებს მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ – მოთხოვნების უმრავლესობა უსაფუძვლოდ არ დაკმაყოფილდა[1]. შედეგად საზოგადოებაში გამყარდა არჩევნების გაყალბების ეჭვი,  რაც უკიდურესად ამცირებს არჩეული პარლამენტის ლეგიტიმაციას.

აღსანიშნავია, რომ ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით მთავრობასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის წარმოებულ მოლაპარაკებებს, სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ მოჰყოლია მხარეთა შეთანხმება ყველა მნიშვნელოვან საკითხზე.[2] აგრეთვე, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე კატეგორიულ უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე, რასაც მათ მიერ მანდატების გაუქმების და პარტიული სიების გამოთხოვის შესახებ მემორანდუმზე ხელის მოწერაც ადასტურებს[3]. ამის ფონზე, 11 დეკემბერს, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომა ერთპარტიულად გაიმართა.

ცხადია, რომ საქართველო იმყოფება ფართომასშტაბიან და მრავალმხრივ კრიზისულ სიტუაციაში, რომელზეც პასუხისმგებლობა პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. ერთდროულად ჯანდაცვის, მართლმსაჯულების, ეკონომიკის სფეროებში და პოლიტიკურ ცხოვრებაში არსებული მძიმე კრიზისი დრამატულად აისახება საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების ცხოვრების ხარისხზე და როგორც მოკლევადიან, ასევე – გრძელვადიან პერსპექტივაში გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.

აღნიშნული ვითარების ფონზე, მაშინ, როდესაც ხელისუფლების ყველა შტო მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანას და გამოსავლის ძიებას, განსაკუთრებით შემაშფოთებელია მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები ოპოზიციური პარტიებისთვის საქმიანობის შეზღუდვასთან დაკავშირებით და ამ მიზნით კანონპროექტების ინიცირება, რაც მათ შორის დაკავშირებულია მათთვის საბიუჯეტო დაფინანსებისა და მომდევნო არჩევნებისთვის უფასო საეთერო დროის გაუქმებასთან (შეზღუდვასთან).

მსგავსი განცხადებები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება სათანადოდ ვერ აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას არსებული კრიზისების გადაჭრის პროცესში, ხოლო მისი რიტორიკა აღიქმება როგორც მუქარა ოპოზიციური პარტიების მისამართით – იმოქმედონ ხელისუფლების დირექტივების შესაბამისად, რათა არ გახდნენ მმართველი პარტიის მხრიდან სანქციების მსხვერპლნი.

 

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველო (TI Georgia)
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის (PHR)
  • საფარი
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
გაზიარება579

დაკავშირებული -პოსტები

გავრცელებული ინფორმაციით, სამგორის მეტროში ადამიანი გარდაიცვალა

ოქტომბერი 15, 2025
408
მთავარი

სამგორის მეტროში ხალხს არ უშვებენ. მოქალაქეების ინფორმაციით, მატარებლის ვაგონში ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. როგორც "პირველებს" მეტროში მყოფი ადამიანები ეუბნებიან, ადგილზე მისულია სასწრაფო დახმარების ჯგუფი და ელოდებიან პოლიციასაც. ამ...

დაწვრილებითDetails

29 წლის მოდელს დანით 60 ჯრილობა მიაყენეს

ოქტომბერი 15, 2025
463
მთავარი

მილანში ფემიციდის მორიგი შემთხვევა — 29 წლის მოდელი დანით 60-ჯერ დაჭრეს საკუთარ სახლში იტალია, მილანი — გუშინ ღამით იტალიაში კიდევ ერთი ფემიციდის შემთხვევა დაფიქსირდა. 29 წლის მოდელი პამელა ჯენინი, რომელიც...

დაწვრილებითDetails

მოქალაქე ავტო გამოცდაზე გამომცდელს დანით ემუქრებოდა

ოქტომბერი 15, 2025
2.5k
მთავარი

"პირველების" იფორმაციით, ზუგდიდში, მომსახურების სააგენტოდან გასული საგამოცდო ავტომობილში მყოფი პირი, გამომცდელ ინსტრუქტორს დანით დაემუქრა გამოცდაზე არაერთხელ ჩაჭრისთვის. TV პირველს ეუბნებიან, მოქალაქე სვანეთიდან იყო ჩამოსული და წარსულში 6-ჯერ იყო გამოცდაზე ჩაჭრილი. პოლიციამ...

დაწვრილებითDetails

წელს  სასოფლო-სამეურნეო კულტურები  პრაქტიკულად მინიმალური დაზიანებებითაა-დავით ფანჩულიძე

ოქტომბერი 15, 2025
50
მთავარი

"ჩვენი პროგრამის,  აზიური ფაროსანას წინაღმდეგ ბრძოლის მიზანია სასოფლო- სამეურნეო კულტურების დაცვა დაზინებისაგან, რაც პრაქტიკულად მიღწეულია მიმდინარე წელს, რაც გამოიხატება იმაში რომ წელს  სასოფლო-სამეურნეო კულტურები  პრაქტიკულად მინიმალური დაზიანებებით არის . ზაფხულის...

დაწვრილებითDetails

ბერლინში 15 წლის ქართველი მოზარდი ერთ კვირაში ორჯერ დააკავეს

ოქტომბერი 15, 2025
188
მთავარი

ბერლინში 15 წლის ქართველი მოზარდი ერთ კვირაში ორჯერ დააკავეს პირველ ჯერზე ავტომობილი, რომელსაც არასრულწლოვანი მართავდა, ავარიაში მოჰყვა, შემთხვევის შემდეგ 15 წლის მძღოლმა და მისმა 33 წლის მგზავრმა გაქცევა ცადეს, თუმცა ორმა...

დაწვრილებითDetails

დანაშაულებრივი ფაქტი არ დასტურდება- სუს განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 15, 2025
276
მთავარი

"ტელეკომპანია “იმედის” და ჰოლდინგში შემავალი არხების - “მაესტროსა” და “ჯიდიესის” მაუწყებლობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გამოძიებით დგინდება, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ ხარვეზს ტელეკომპანიის შიდა ერთ-ერთ ელექტრომოწყობილობაზე, რის გამოც მაუწყებლობა 45 წუთის განმავლობაში...

დაწვრილებითDetails

“არაერთმა მიზეზმა იორის ჭალის ტყის დეგრადაცია გამოიწვია”

ოქტომბერი 15, 2025
37
მთავარი

ცნობისმოყვარე ფოცხვერმა ფოტოხაფანგში სელფი დაგვიტოვა მას და სხვა უამრავ სახეობას საკვებით, წყლით თუ თავშესაფრით იორის ჭალის ტყე უზრუნველლყოფს, რომელიც სამიგრაციო გზის ფუნქციასაც ასრულებს. სამწუხაროდ, არაერთმა მიზეზმა იორის ჭალის ტყის დეგრადაცია...

დაწვრილებითDetails

ბრიტანეთში ვირებმა ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარეს

ოქტომბერი 15, 2025
51
მთავარი

ინგლისის აღმოსავლეთით მდებარე საგრაფოს, ლინკოლნშირის ბინადარი ორი ვირი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. დიდი დერიკი, რომლის სიმაღლე 167 სანტიმეტრია, ცოცხალ ვირებს შორის ყველაზე მაღალია, მისი მეგობარი ბამბუ კი, ცნობილი თავისი საოცარი,...

დაწვრილებითDetails

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ვაკანსიებს აქვეყნებს

ოქტომბერი 15, 2025
50
მთავარი

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გიზიარებთ მიმდინარე კვირის აქტიურ ვაკანსიებს, რეგიონების მიხედვით. გაეცანით პოზიციებს, შემდეგ რეგიონებში: თბილისი, გურია, სამეგრელო, იმერეთი, კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი და სამცხე-ჯავახეთი. დაინტერესების შემთხვევაში, მოგვწერეთ პირად...

დაწვრილებითDetails

ხვიჩა კვარაცხელია მიმართვას ავრცელებს

ოქტომბერი 15, 2025
805
მთავარი

თურქეთთან მატჩის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ნაკრებს კაპიტნობდა, მიმართვას ავრცელებს. „პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა ამ ორივე გასვლით მატჩზე ჩამოსულ თითოეულ გულშემატკივარს და ყველას, ვინც გვქომაგობდა. რთული მატჩები გამოვიდა, არასასურველი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».