LIVE TV
სამშაბათი, სექტემბერი 30, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“ხელისუფლება, პენსიის თემას კიდევ ერთხელ იყენებს წინასაარჩევნოდ ჩვენი ასაკოვანი მოსახლეობის მოსატყუებლად” – დავით ბაქრაძე

დაპოსტა 2019/09/30-ში
75
ნახვა
გაზიარება

ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება მთავრობის მხრიდან, რომ ადამიანების პრობლემები კი არ აწუხებთ, მათი ამოცანაა წინასაარჩევნოდ შეიქმნან ის პიარი და განწყობა, თითქოს ხალხისთვის რაღაც კეთდება, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე გიორგი გახარიას განცხადებას, რომ 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსია 50 ლარით იზრდება.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნა უცვლელი რჩება, კერძოდ, ყველა პენსიონერს, ასაკის მიუხედავად, პენსია 50 ლარით უნდა მოემატოს.

„პენსია 50 ლარით აუცილებლად უნდა გაიზარდოს. ეს იყო და არის „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნა, ოღონდ არა ისე როგორც ამას აკეთებს ხელისუფლება, რომელიც პენსიის თემას კიდევ ერთხელ იყენებს წინასაარჩევნოდ ჩვენი ასაკოვანი მოსახლეობის მოსატყუებლად. კერძოდ, ის ფაქტი, რომ პენსია იანვრიდან გაიზრდება მხოლოდ 20 ლარით, ხოლო ივლისიდან 70 წლის ზევით, დამატებით 30 ლარით, ეს არის ადამიანების პირდაპირ მოტყუება წინასაარჩევნოდ. ამ ქვეყანაში მამაკაცის სიცოცხლის ხანგძლივობა 69 წელია და მთავრობა იძახის, პენსიას 30 ლარით მოუმატებს 70 წლის ასაკიდან. ეს არის ის დაპირება, რომელიც პენსიონერებს შეეხება?! რა დააშავეს იმ პენსიონერებმა, რა პრინციპით ხდება პენსიონერების გაყოფა, რომ 68 წლის პენსიონერს არ ეკუთვნის და არ სჭირდება გაზრდილი პენსია და სჭირდება მხოლოდ 70 წელს ზემოთ.

ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება მთავრობის მხრიდან, რომ ადამიანების პრობლემები კი არ აწუხებთ, მათი ამოცანაა წინასაარჩევნოდ შეიქმნან ის პიარი და განწყობა, თითქოს რაღაც კეთდება ხალხისთვის .

ამიტომ ჩვენი მოთხოვნა რჩება ძალაში, ბიუჯეტს გააჩნია საკმარისი რესურსი და უკვე ამ წლის ბოლოდან ყველა პენსიონერს, ასაკის მიუხედავად, გაეზარდოს პენსია 50 ლარით. ეს იქნება ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა ხელისუფლებისა და მთავრობის მიმართ,’’ – აღნიშნა დავით ბაქრაძემ, რომლის განცხადებას „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტში ასაკით პენსიონერებისთვის, ასევე 18-წლამდე ასაკის და პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის პენსიის ზრდაა გათვალისწინებული.

როგორც გახარიამ მთავრობის რიგგარეშე სხდომაზე, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა, 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის პენსია 50-ლარით იზრდება.

თეგები: ბაქრაძეპენსიაპენსიის ზრდა
გაზიარება54

დაკავშირებული -პოსტები

30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

სექტემბერი 30, 2025
333
მთავარი

ვერძი შეეცადეთ, ოჯახში პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ, თუმცა, ეს უფრო მეტად დაკავშირებული იქნება არა თქვენზე, არამედ, თქვენი რჩეულის დამოკიდებულებასა და ინტერესებზე. ნუ იქნებით პრინციპული და იზრუნეთ სულიერ კომფორტზე. კურო სასურველია, მოიძიოთ...

დაწვრილებითDetails

დიდი კითხვის ნიშანი – Le Parisien-ის ბოლო ინფორმაცია ხვიჩას ტრავმაზე

სექტემბერი 29, 2025
16
მთავარი

ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ, Le Parisien-მა ხვიჩა კვარაცხელიაზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა. „ოსერთან“ მატჩში ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და „პარი სენ-ჟერმენის“ მთავარ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს მისი შეცვლა მოუწია. Le Parisien-ის მიხედვით, „ბარსელონასთან“...

დაწვრილებითDetails

სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს და თეიმურაზ ჯანაშიას სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯამში, 9 მილიონ ლარამდე თანხის გადახდა დააკისრა

სექტემბერი 29, 2025
43
მთავარი

სასამართლომ სახელმწიფო დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, გაფლანგული 9 მილიონი ლარის ამოღებასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა დააკმაყოფილა და ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას, სახელმწიფოს სასარგებლოდ ბიუჯეტში ჯამში 9 მილიონ...

დაწვრილებითDetails

ვის გაუმართლებს ოქტომბერში – პროგნოზი ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის

სექტემბერი 29, 2025
48
მთავარი

ვერძი ♈️ ვერძისთვის ოქტომბერი სავსე იქნება მოვლენებით როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი სახის. თვის დასაწყისშივე მოგიწევთ ძალისხმევის მობილიზება, მაგრამ ოქტომბრის პირველი დეკადის ბოლოს თავს საკუთარ შესაძლებლობებში თავდაჯერებულად იგრძნობთ და პარტნიორულ კავშირში გარკვეული...

დაწვრილებითDetails

” ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ვაძლევ გარანტიას, რომ ქვეყანაში იქნება სიმშვიდე” – კახა კალაძე

სექტემბერი 29, 2025
11
მთავარი

არანაირი რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალება არ და ვერ მოხდება. თუკი ვინმე გაბედავს, კანონის წინააღმდეგ წასვლას, ამას კანონის ფარგლებშივე ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. ჩვენი შესაბამისი უწყებები მუშაობენ და გაძლევთ სიმშვიდის გარანტიას, -...

დაწვრილებითDetails

” ჩვენ ჯერ არ წაგვიგია, კვლავ ვიბრძვით”- სალომე ზურაბიშვილი

სექტემბერი 29, 2025
16
მთავარი

ევროკავშირს არა მხოლოდ უნდა შეეძლოს თვალყური ადევნოს, თუ რა ხდება საქართველოს არჩევნებში, რა ხდება მოლდოვის არჩევნებში და როგორ ახერხებენ შესაბამისად თავის დაცვას, ან ჩვენს შემთხვევაში ვერ შეძლებენ საკუთარი თავის დაცვას არჩევნების...

დაწვრილებითDetails

“მოლდოვა, შენ ნათლად გამოხატე შენი არჩევანი” -ურსულა ფონ დერ ლაიენი

სექტემბერი 29, 2025
38
მთავარი

მოლდოვა, შენ ეს კიდევ ერთხელ გააკეთე. შიშის ან განხეთქილების დათესვის ვერავითარი მცდელობა ვერ შეარყევს შენს გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი...

დაწვრილებითDetails

უნდა გამოვრთოთ თუ არა ღამით Wi-Fi როუტერი – ექსპერტის განმარტება

სექტემბერი 29, 2025
711
მთავარი

ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით უფროსი თაობა, თვლის, რომ ღამით აუცილებელია ყველა გაჯეტისა და ელექტრო მოწყობილობის გამორთვა. ამასთან, ინტერნეტ ტექნოლოგიების დარგის ექსპერტებმა ზუსტი პასუხი გასცეს კითხვაზე, რეალურად არის თუ არა საჭირო როუტერის...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

სექტემბერი 29, 2025
9
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების...

დაწვრილებითDetails

როგორ ბედს წინასწარმეტყველებს დაბადების წლის ბოლო რიცხვი – ასტროლოგების პროგნოზი

სექტემბერი 29, 2025
45
მთავარი

ჩვენს წინაპრებს სჯეროდათ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბადების წლის ბოლო ციფრი. ის არის ხუთი ელემენტიდან ერთ-ერთი, რომლის დახმარებითაც ბევრი რამის თქმა შეგიძლია ადამიანის ხასიათზე, მის შესაძლებლობებსა და მომავალზე. 0 და 1...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».