ხელვაჩაურის სპორტსკოლის დირექტორმა თადეოზ ბოლქვაძემ მოქალაქეს ჯერ შეაფურთხა, შემდეგ კი აგინა. ინციდენტი კულტურის ცენტრის შენობაში მოხდა, სადაც, ხელვაჩაურის 2025 წლის ბიუჯეტის საჯარო განხილვა მიმდინარეობდა – ინფორმაციას და ვიდეომასალას ტვ 25 ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მოქალაქეებს სხდომაზე დასწრება და საკუთარი პრობლემებისა და მოსაზრებების დეპუტატებისთვის გაზიარება სურდათ, თუმცა, მათ ამის საშუალება არ მისცეს და პროტესტის საპასუხოდ, შეურაცხყოფა მიიღეს.