ქალზე ძალადობის მორიგი უკიდურესი გამოვლინება – მსხვერპლი ამჯერად მონაზონია. ტვინის შერყევა, სხეულისა და სახის არეში მიღებული მრავლობითი დაზიანებები – სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში, სავარაუდოდ ყაჩაღობის მიზნით, ორი პირი შეიჭრა.
უცნობებს მონასტრის იღუმენიამ და წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი მონაზონი თავდამსხმელმა გააუპატიურა.
სასულიერო პირი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
საქმე აღძრულია 179-ე, ყაჩაღობისა და 137-ე, გაუპატიურების მუხლებით.
წყარო:rustavi2.ge