ხატია დეკანოიძე – გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი ქუთაისი
დაიბადა: 1977 წლის 20 იანვრას თბილისში
განათლება: 1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით
სამუშაო გამოცდილება:
1999 წლიდან იგი საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებებაში მუშაობდა.
2004-2005 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი
2007 წლის მაისიდან 2012 წლის მაისამდე იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორი,
2012 წლის მაისიდან 2012 წლის ივლისამდე — გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი,
2012 წლის 4 ივლისიდან 25 ოქტომბრამდე — საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.
2014 წელს უკრაინის მთავრობამ ხატია დეკანოიძე მართლმსაჯულების, სამართალდამცავი და ანტიკორუფციული რეფორმების ექსპერტად მიიწვია.
2015-2016 წლებში კი უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსად დაინიშნა.[1]
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი 2016 წლიდან
2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“.