“ხარკოვში ძალიან მძიმე ვითარებაა. რუსული ტერორი მუდმივია. რუსებმა თითქმის ყოველდღიურად დაიწყეს მართვადი საჰაერო ბომბების გამოყენება ქალაქის წინააღმდეგ.ჩვენ ვეძებთ გზებს, რათა გავზარდოთ ხარკოვის უნარი ცის დასაცავად. ეს არის ჩვენი სამხედროების და დიპლომატების ამოცანა, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საერთაშორისო კომუნიკაციებზე და უნდა აწარმოონ ყოველდღიური დიალოგი პარტნიორებთან.უკრაინას აშკარად აკლია საჰაერო თავდაცვის საკმარისი სისტემები და ეს აშკარაა ყველა ჩვენი პარტნიორისთვის. მსოფლიომ საბოლოოდ უნდა იგრძნოს რუსი ტერორისტების მიერ გამოწვეული ტკივილი ხარკოვში, კუპიანსკში, დონეცკის ოლქის ქალაქებში, ზაპორიჟიეში, სუმის რეგიონში და სხვა უკრაინულ თემებში.მთელ მსოფლიოში არსებობს საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ დახმარება. მათი უკრაინაში გადასაყვანად მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო. მადლობელი ვარ იმ ქვეყნების, რომლებმაც უკვე დაგვეხმარნენ. ამ ამოცანის შესრულებაში აქტიურობა ჩვენი დიპლომატების პირადი პასუხისმგებლობაა, რომლებიც მუშაობენ ამ სფეროებში და იმ ქვეყნებთან, რომლებსაც აქვთ საჭირო სისტემები “პატრიოტები” ახლა უკრაინაში უნდა იყვნენ, შედეგად მომავალში NATO-ს მთელ აღმოსავლეთ ფლანგზე მათი გამოყენება აღარ იქნება საჭირო” – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი – ნახეთ განახლებული ფასები
მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასმა მცირედით იკლო. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 636 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 3.11%-ით კლებას წარმოადგენს....










