ხარკოვის ეპარქიაში, თამარ მეფის სახელობის ტაძარი დაბომბეს. ინფორმაციას ამიშ შესახებ, ხარკოვის ეპარქია, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.
ინფორმაციის თანახმად, აფეთქებების შედეგად, ტაძარი მნიშვნელოვნად დაზიანდა.
„სოფელ პიატიხატკის დაბომბვის შედეგად წმინდა დედოფლის თამარის სახელობის ტაძარი დაზიანდა. ტაძარში ჩაიმსხვრა ფანჯრები და კარები, დაზიანდა ტაძრის კედლები ეკლესიის კონსტრუქციები“,-ნათქვამია, ეპარქიის განცხადებაში.










