დღეიდან საქმიანობას ახალი უფლებამოსილების ვადით ვაგრძელებ. ეს არის თქვენი ნდობისა და ჩემი პასუხისმგებლობის გაგრძელება — ვალდებულება, რომ დაწყებული საქმეები ღირსეულად მივიყვანოთ ბოლომდე და ახალი მიზნებით კიდევ უფრო წინ წავიდეთ.
ბოლო წლებში, თქვენი აქტიური მხარდაჭერით, ხარაგაულში მილიონობით ლარის ღირებულების უპრეცედენტო ინფრასტრუქტურული პროექტები განვახორციელეთ — ჩვენ ავაშენეთ საბავშვო ბაღები და სკოლები, განვაახლეთ გზები, წყალმომარაგებისა და გაზის სისტემები, შევქმენით თანამედროვე საზოგადოებრივი და სპორტული სივრცეები.
მჯერა, რომ საქმიანობის ახალი ვადის განმავლობაში ჩვენი მთავარი პრიორიტეტი გახდება ახალგაზრდების მხარდაჭერა , სოციალური პროგრამების მნიშვნელოვნად გაფართოება და მოქალაქეთა ჩართულობის კიდევ უფრო გაძლიერება ყველა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
მადლობა კიდევ ერთხელ ნდობისთვის! ერთად, განახლებული ენერგიითა და ერთიანი ხედვით, ვაქციოთ ხარაგაული სამაგალითოდ განვითარებულ, ძლიერ და თანამედროვე მუნიციპალიტეტად, სადაც ყველა ოჯახს და ახალ თაობას უკეთესი მომავალი ექნებათ!