შატილში ერთადერთი სკოლა დაიწვა დაიწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო 3 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.
სკოლაში ხანძარი დაახლოებით 2 საათის წინ გაჩდა, შედეგად სკოლის 2 სართულიანი ხის შენობა დაიწვა, სადაც 8 მოსწავლე სწავლობდა.
როგორც ცნობილია ხანძარი სწავლის პერიოდში გაჩნდა, რა დროსაც შენობაში მოსწავლეები და მასწავლებლები იმყოფებოდნენ, საბედნიეროთ მათ შენობის დატოვება დროულად მოახერხეს. ხანძრი გამომწვევ სავარაუდოდ მიზეზად გაუმართავი ელექტროსადენები სახელდება.
როგორც გამგებლის წარმომადგენელმა განაცხადა ბავშვების სწავლა-განათლების პროცესს ამ ფაქტის გამო ხელი არ სეეშლება ისინი დროენით გამგეობის შენობაში გადაინაცვლებენ.
საქართველოს პრემი მინისტრის განცხადებით კი შატილში, უახლოეს მომავალში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლის მშენებლობა დაიწყება.