ზუგდიდში ხანძარი იყო. ცეცხლი ე. წ. ფაიფურის დასახლებაში ყოფილი ბაზრის ორსართულიან შენობას გაუჩნდა, რომელშიც რამდენიმე დევნილი ოჯახი ცხოვრობს.
ადგილობრივის ინფორმაციით, ხანძარი თავდაპირველად პირველ სართულზე გაჩნდა და შემდეგ მეორე სართულს მოედო.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. შენობაში მცხოვრებთა ევაკუაცია უკვე განხორციელდა.
ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა არის ძლიერი დაკვამლიანება.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.