ჭყვიშში გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება – ინფორმაციას კულტურის სამინისტრლ ავრცელებს.
როგორც სამინისტროს გვერდზე ვკითზულობთ, რეაბილიტაცია 2025-2027 წლებს მოიცავს.
,,დაგეგმილია:
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების – გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების მემორიალური სახლებისა და დამხმარე ნაგებობების რეაბილიტაცია;
ტიციან ტაბიძის ავარიული საექსპოზიციო დარბაზის დემონტაჟი და მის ადგილას ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ფუნქციური საექსპოზიციო დარბაზის მშენებლობა;
გალაკტიონ ტაბიძის საექსპოზიციო დარბაზის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები;
მუზეუმის ეზოს კეთილმოწყობა.
განახლებული მუზეუმი ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.