მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში 50 წლამდე მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. როგორც ცნობილია გარდაცვლილს ერთი ჭრილობა გულის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. ბრალდებული გარდაცვლილის ნათესავია.
შსს-მ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით 1 პირი დააკავა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში ურთიერთშელაპარაკების შემდეგ ცივი იარაღით თანასოფლელს – რ.ჯ.-ს ცივი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა. მიღებული ჭრილობებით რ.ჯ. გარდაიცვალა.
ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.