ირანელი ხალხი არ დანებდება, – ასე გამოეხმაურა ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი „უპირობო დანებების“ შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მოწოდებას.
„ეს ქვეყანა არასდროს დანებდება. ამერიკელებმა უნდა იცოდნენ, რომ ნებისმიერ სამხედრო ჩარევას ნამდვილად გამოუსწორებელი საზიანო შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ.
მისი თქმით, ირანი „ზეწოლას არ დაემორჩილება“.
„ის ჭკვიანი ადამიანები, რომლებიც ირანს, ირანელ ხალსა და ირანის ისტორიას იცნობენ, ირანს მუქარის ენით არასდროს დაელაპარაკებიან, რადგან ირანელი ხალხი არ დანებდება“, – აღნიშნა ირანის უზენაესმა ლიდერმა.