გუშინ, 19 ივნისს, ჭიათურელმა მაღაროელებმა საპროტესტო კარვებში შიმშილობა დაიწყეს. ამის შესახებ “მაუწყებელს” მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ განუცხადა.
იზოლატორში შიმშილობს ერთ-ერთი პატიმარი მერაბ სარალიძეც.
პროტესტის მთავარი მოთხოვნა 29 აპრილს დაკავებული მერაბ სარალიძის, აჩიკო ჭუმბურიძე, გიორგი ნეფარიძის და თენგო გველესიანის გათავისუფლებაა.
პროკურატურა დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობას ედავება, რაც 4-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მანამდე, ბრალდებულების განთავისუფლების მოთხოვნით, ქალაქში 5000 ხელმოწერა შეგროვდა.
12 ივნისს გამართულ სასამართლო პროცესამდე ქალაქში არსებობდა მოლოდინი, რომ დაკავებულებს წინასწარი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებდნენ, თუმცა მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება არ შეცვალა.