ჭიათურაში, მუმლაძეების საცხოვრებელ სახლში ხანძარი გამთენიისას გაჩნდა.
მეზობლებმა ალმოდებული სახლიდან ხანდაზმული ცოლ-ქმრის გამოყვანა ვერ შეძლეს.
ინფორმაცია მედიაში დღეს დილით გავრცელდა.
შემთხვევა სოფელ მანდაეთში მოხდა.
ადგილზე სახანძრო მაშველები მუშაობდნენ და ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.










