ჭიათურაში საკრებულოს სხდომაზე მედიის წარმომადგენლებს არ უშვებენ.
საკრებულოს სხდომაზე მაღაროების გაჩერებით გამოწვეულ მდგომარეობას და გამოსავლის გზებს განიხილავენ.
ჟურნალისტები, ოპერატორები და ფოტოგრაფები, რომლებიც სხდომის გასაშუქებლად მივიდნენ, კიბეებზე სხედან, რადგან დაცვა ეუბნება, რომ ვერ შეუშვებს.
საკრებულოს სხდომა კანონით საჯაროა, მასზე დასწრების უფლება კი ნებისმიერ ადამიანს აქვს.
პირი, რომელმაც ბრძანება გასცა, რომ მედიის წარმომადგენლები სხდომაზე არ შეუშვან, კანონდამრღვევია და მასზე დაინტერესების შემთხვევაში, გამოძიება უნდა დაიწყოს.