“ჭები გაწმენდილი არაა და ახლად დაგებულ ქუჩაზე უკვე პრობლემებია” – გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, რომელზეც ასფალტის საფარი ახლახან დაიგო და გაწელილი სარემონტო სამუშაოები როგორც იქნა დასასრულს მიუხალოვდა, მოსახლეობა უკვე პრობლემებზე ალაპარაკდა.
წვიმის შედეგად ახლად დაგენული ტაბიძის ქუჩის გზა დაიტბორა. ამის მიზეზად ადგილობრივები გაჭედილ სანიაღვრე ჭებს ასახელებენ . ჯერ გზა დასრულებული არაა და იმედია ამ პრობლემას მოაგვარებს ადაგილობრივით თვითმმართველობა აცხადებენ ისინი.
როგორც გუშინ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს ტაბიძისა და ლორთქიფანიძის ქუჩებზე მთლიანად გამოიცვალა სანიაღვრე სისტემა, თუმცა წვიმიან ამინდში მოსახლეობას ამ ცვლილების აღქმა უჭირს.
როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი ტაბიძიასა და ლორთქიფანიძის ქუჩებზე სამუშაოები სექტემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.
იგივე პრობლემაა ახლად დაგებულ რუსთავის გამზირზე.