უკვე 3 თვე დატბორილი ვართ – ავტოქარხნის დასახლებაში ტოლსტოის #1-ში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათი კორპუსის ეზოში დაზიანებულია წყლის მილი, რომელსაც გამოცვლა სჭრიდება. მოქალაქეები ადგილობრივ ხელისუფლებას თანხების მიზნობრივი ხარჯვისკენ მოუწოდებენ:
“შეაკეთებენ, მიდიან. ეს მილი, მთლიანად უნდა გაკეთდეს და ვითხოვთ რომ მილის შეკეთება კი არა გამოცვლაა საჭირო. არავითარი შეკეთება ამას არ უშველის. ჭაობში ვცხოვრობთ, არავის არ აინტერესებს ჩვენი ბინის გარდა და ვითხოვთ დახმარებას. გამოყონ თანხა, ძალიან კარგად აქვთ ის თანხა რომ მილი გამოიცვალოს. სხვა რამეებში ნუ კი ხარჯავენ იმ თანხებს აი ამაში დახარჯონ.” – აცხადებს ზაირა ხალიანი.










