საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, 21 დეკემბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე შენობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისას კედელი გადმოინგრა, რასაც მეხანძრე-მაშველი ემსხვერპლა.
მათი ინფორმაციით, დაღუპულია სამოქალაქო უსაფრთხოების ლეიტენანტი, 1982 წელს დაბადებული გიორგი ლელაშვილი.
“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.