წყნარი ოკეანის სამხრეთით, ტონგის სამეფოს სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5,6 მაგნიტუდა შეადგინა.
ეპიცენტრი 10 კმ-ის სიღრმეზე, დედაქალაქ ნუკუალალოფადან 61 კილომეტრში მდებარეობდა. რეგიონში ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.