LIVE TV
კვირა, იანვარი 25, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

წყვდიადით მოცულ ზღვის ფსკერზე უცნაური არსებები აღმოაჩინეს

დაპოსტა 2021/02/17-ში
72
ნახვა
გაზიარება

ანტარქტიდის ქვეშ არსებული წყალი ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე არასტუმართმოყვარე, მკაცრ გარემოს წარმოქმნის, ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ასე გვგონია.

იქ სრული წყვდიადია და ტემპერატურაც ნულს ქვემოთ არის; თუმცა, როდესაც მეცნიერებმა ანტარქტიდის სიბნელითა და სიცივით მოცული ერთ-ერთი შელფური მყინვარი გაბურღეს, მიადგნენ ზღვის ფსკერზე მიმოფანტულ ლოდებს, სადაც რამდენიმე ისეთი სახეობა ბინადრობდა, რომლებიც ალბათ აქამდე არასოდეს გვინახავს.

რამდენიმე ორგანიზმი ასეთ ადგილებში აქამდეც იყო აღმოჩენილი, მაგრამ ეს შემთხვევა პირველია, როდესაც მივაგენით ასეთ სასტიკ გარემოში მუდმივად ერთ ადგილას ბინადარ ქმნილებებს, მაგალითად, ზღვის ღრუბლებს.

„ეს აღმოჩენა ერთ-ერთია იმ იღბლიან ინციდენტთაგან, რომელსაც ჩვენი იდეები სხვა მიმართულებით მიაქვს და გვაჩვენებს, რომ ანტარქტიდის ზღვის სიცოცხლე წარმოუდგენლად განსაკუთრებულია და საოცრად მორგებულია გაყინულ სამყაროს“, — ამბობს ბრიტანეთის ანტარქტიკის კვლევის ბიოგეოგრაფი ჰიუ გრიფითსი.

ანტარქტიკის შელფური მყინვარები მუდამ გაყინული, ზღვაზე მოტივტივე ყინულის მასებია, რომლებიც ანტარქტიდის ძირითად კონტინენტურ ხმელეთთან არის დაკავშირებული და ხშირად, ისინი წარმოუდგენლად დიდია. სართო ჯამში, მათი ფართობი 1,5 მილიონი კვადრატული კილომეტრია, ანუ შეადგენს ანტარქტიკის კონტინენტური შელფის დაახლოებით მესამედს.

ვინაიდან მათ ქვეშ გარემო ძლიერ არასტუმართმოყვარეა და იქ მოხვედრა ძალიან რთულია, შესწავლილი ძალიან მწირად არის. ზოგადად, მეცნიერები ყინულს ბურღავენ და ხვრელში აპარატურას უშვებენ, რათა იქ მიმდინარე ამბები გაარკვიონ.

რვა ასეთი ნაბურღი ხვრელიდან ვიცით, რომ ყინულის ქვეშ სიცოცხლეა, ძირითადად პატარა, მობილური ქმნილებების სახით, როგორებიც არიან თევზები, მედუზები, ჭიაყელები და კიბოსნაირნი. ზღვის ღრუბლების ნახვა იქ ძალიან მოულოდნელი იყო, ისეთი რეგიონებიდან ძალიან შორს, სადაც ფოტოსინთეზი შესაძლებელია.

თუმცა, ფილხნერის შელფური მყინვარის ქვეშ, შელფური მყინვარის წინა ნაწილიდან 260 კილომეტრის მოშორებით, 890 მეტრი სისქის ყინულის ქვეშ, ზღვის ფსკერზე, 1233 მეტრ სიღრმეზე, გრიფითსმა და მისმა კოლეგებმა სწორედ ეს არსებები იპოვეს. ქანებზე მიწებებული ერთ ღრუბელს ყუნწი ჰქონდა, 15 ყუნწის გარეშე იყო; იქვე იპოვეს 22 გაურკვეველი ყუნწიანი ორგანიზმი, რომელთა შორისაც შეიძლება იყოს ღრუბლები, ასციდიები, ჰიდროიდები, ულვაშფეხიანი კობოები, კნიდარიები და მრავალჯაგრიანი ჭიები.

„ჩვენი აღმოჩენა უფრო მეტ კითხვას ბადებს, ვიდრე პასუხებს გვთავაზობს; მაგალითად, როგორ მოხვდნენ ისინი იქ? რას ჭამენ? რამდენი ხანია, რაც იქ არიან? რამდენად არის გავრცელებული სიცოცხლით დაფარული ასეთი ლოდები? იგივე სახეობები არიან, რომლებსაც შელფურ მყინვართა მიღმა ვხედავთ, თუ ახალი სახეობებია? რა დაემართებათ ამ საზოგადოებებს შელფური მყინვარის ჩანგრევის შემთხვევაში?“, — ამბობს გრიფითსი.

დედამიწაზე არსებული სიცოცხლის უმეტესი ნაწილი მზეზეა დამოკიდებული. ფოტოსინთეზი კვების ჯაჭვის საძირკველია, რადგან მცენარეები და წყალმცენარეები მზის სინათლით აწარმოებენ შაქრებს, სხვა ორგანიზმები კი ან თავად მცენარეებს ჭამენ, ან ამ მცენარეთა მჭამელ ორგანიზმებს და ა. შ.

ყინულებქვეშ, სრულ წყვდიადში, სადაც მზის სინათლეს არასოდეს მიუღწევია, ცოცხალი არსებები სხვანაირ სტრატეგიას იყენებენ. ოკეანის თერმული ღრმულების გარშემო, საიდანაც სითბო და ვულკანური ქიმიური ნივთიერებები ამოდის, ბაქტერიები შაქრებს ქემოსინთეზის საშუალებით აწარმოებენ და წარმოქმნიან ასეთივე კვების ჯაჭვის საფუძველს. ქემოსინთეზური ეკოსისტემა ასევე აღმოაჩინეს რუმინეთის ერთ-ერთ მღვიმეში.

უახლესი კვლევებით დგინდება, რომ მყინვარების ქვეშ ბინადარი ორგანიზმები ქემოსინთეზისთვის წყალბადს იყენებენ. ოკეანეში აღმოჩენილია ისეთი ქემოსინთეზური ეკოსისტემაც, რომელიც მეთანს იყენებს; ანტარქტიკულ წყლებში, ნაპოვნია ზღვის ფსკერიდან მეთანის გაჟონვის შემთხვევებიც.

გრიფითსისა და მისი კოლეგების მიერ შესწავლილი მონაკვეთები ფოტოსინთეზის უახლოესი რეგიონიდან 625 – 1500 კილომეტრით არის დაშორებული. შესაბამისად, როგორც ჩანს, იქ ბინადარი ცოცხალი არსებები ქემოსინთეზური კვების ჯაჭვის გარკვეულ ფორმას ეყრდნობიან, მიუხედავად იმისა, რომ ღრუბლები ხორცისმჭამელებს მიეკუთვნებიან (თუმცა, ეს საკითხი ბოლომდე გარკვეული არ არის).

ამის დადგენის ერთადერთი გზაა ამ ორგანიზმებისა და მათი გარემოს გაცილებით დეტალური კვლევა, რაც უკიდურესად რთული საქმეა.

„ჩვენს კითხვებზე პასუხის გასაცემად, უნდა ვიპოვოთ ამ ცხოველებთან და მათ გარემოსთან ახლოს მისვლის გზა — 900 მეტრი სისქის ყინულის ქვეშ, იმ გემებიდან 260 კილომეტრის მოშორებით, სადაც ჩვენი ლაბორატორიებია განთავსებული“, — ამბობს გრიფითსი.

მისივე განცხადებით, მათ, როგორც პოლარულ მეცნიერებს, მათ შესასწავლად და ყველა ახალ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ახალი, ინოვაციური გზების მოძებნა მოუწევთ.

კვლევა Frontiers in Marine Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

1tv.ge

 

გაზიარება29

დაკავშირებული -პოსტები

ოკეანეში ლურჯი ვეშაპები დადუმდნენ – რა საფრთხეზე საუბრობენ მეცნიერები

აგვისტო 10, 2025
9.2k
მთავარი

ლურჯი ვეშაპები კალიფორნიის სანაპიროსთან საეჭვოდ დადუმდნენ - მეცნიერების თქმით, ეს საფრთხის ზრდის ნიშანია კა­ლი­ფორ­ნი­ის სა­ნა­პი­როს­თან ლურ­ჯი ვე­შა­პე­ბის ხმა უფრო შე­სუს­ტდა, რა­მაც მეც­ნი­ე­რე­ბი შე­აშ­ფო­თა. ისი­ნი თვლი­ან, რომ დუ­მი­ლი ეკო­სის­ტე­მის­თვის საფრ­თხის გაზ­რდის...

დაწვრილებითDetails

დღეს განსაკუთრებული სავსემთვარეობაა – რა უნდა იცოდეთ

აგვისტო 9, 2025
2.7k
მთავარი

2025 წლის 9 აგვისტოს სავსე მთვარეა. მას ძველად "ზუთხის" მთვარეს უწოდებდნენ, რადგანაც მრავალი ტომი თევზაობისათვის ზაფხულის ბოლო სავსე მთვარეს საუკეთესო პერიოდად მიიჩნევდა. 9 აგვისტოს სავსე მთვარე ლომ-მერწყულის ღერძის გასწვრივ გაივლის,...

დაწვრილებითDetails

5 აგვისტო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე დღე იქნება

აგვისტო 5, 2025
936
მთავარი

მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, სამ­შა­ბათს დე­და­მი­წის ბრუნ­ვა აჩ­ქარ­დე­ბა, რაც 5 აგ­ვის­ტოს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მოკ­ლე დღედ აქ­ცევს. მთვა­რის გრა­ვი­ტა­ცი­უ­ლი მი­ზი­დუ­ლო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბა პლა­ნე­ტის პო­ლუ­სებ­თან ოდ­ნავ უფრო სწრა­ფად ბრუნ­ვას გა­მო­იწ­ვევს, რაც ჩვე­ულ 24-სა­ა­თი­ან...

დაწვრილებითDetails

სტრესის დაძლევის 10 საიდუმლო, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს

მაისი 25, 2025
155
მთავარი

კვირა ის დღეა, როდესაც არ უნდა ვიფიქროთ სამსახურზე ან ყოველდღიურ სირთულეებზე. ბევრი ჩვენგანისთვის დასვენების დღეხ კი შეიძლება სტრესული იყოს, თუ არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ სწორად. გთავაზობთ  10 რჩევას, რომელიც  სტრესის მართვასა...

დაწვრილებითDetails

დღეს სარკისებური დღეა – შეგიძლიათ ფინანსური ბარაქა მოიზიდოთ

მაისი 25, 2025
784
მთავარი

25.05.2025 – სარკისებული დღეა და შეგიძლიათ ფინანსური ბარაქა მარტივად მოიზიდოთ. ეს თარიღი უნიკალურია ასახავს სიმეტრიისა და ენერგეტიკული ჰარმონიის ძლიერ კოდს. ასეთი თარიღები ითვლება ენერგეტიკულ კარიბჭედ, როცა სამყაროსთან კომუნიკაცია ძლიერდება და...

დაწვრილებითDetails

აფრიკის კონტინენტი შუაზე იყოფა – რას ამბობენ მეცნიერები

მაისი 24, 2025
157
მთავარი

აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კა­ში მას­შტა­ბუ­რი გე­ო­ლო­გი­უ­რი ტრანსფორ­მა­ცია ხდე­ბა - პრო­ცე­სი აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კის რიფ­ტუ­ლი სის­ტე­მი­დან (EARS) მომ­დი­ნა­რე­ობს. ეს ნაპ­რა­ლი სო­მა­ლი­სა და ნუ­ბი­ის ფი­ლებს შო­რის სა­ზღვარს აღ­ნიშ­ნავს, რომ­ლე­ბიც, მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, თან­და­თა­ნო­ბით ერ­თმა­ნეთს შორ­დე­ბი­ან. ეთი­ო­პი­ის...

დაწვრილებითDetails

„ჯოჯოხეთის ჭიანჭველა” – რას მიაკვლიეს მეცნიერებმა

აპრილი 28, 2025
28
მთავარი

ცარცული პერიოდის ერთი ჭიანჭველას უიღბლო დღე და სიკვდილი, ახლა, 113 მილიონი წლის შემდეგ, მეცნიერებისთვის ფრიად საოცარი რამ აღმოჩნდა. ბრაზილიაში, კირქვაში განმარხებული ციცქნა მწერი ჭიანჭველას ჩვენთვის ცნობილი უძველესი ნიმუშია. უფრო მეტიც,...

დაწვრილებითDetails

“ზღვის ეშმაკმა” ზედაპირზე ამოცურა – ფაქტი, რომელიც არასდროს მომხდარა, რას ამბობენ მეცნიერები

თებერვალი 15, 2025
1.8k
მთავარი

ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, ეს­პა­ნე­თის კუნ­ძულ ტე­ნე­რი­ფეს სა­ნა­პი­რო­დან და­ახ­ლო­ე­ბით 2000 მეტრში, კა­ნა­რის კუნ­ძუ­ლებ­ზე, მეც­ნი­ე­რებ­მა “ზღვის ეშ­მა­კი“ წყლის ზე­და­პირ­თან ახ­ლოს და­ა­ფიქ­სი­რეს. რო­გორც წესი, შემ­ზა­რა­ვი შე­სა­ხე­და­ო­ბის თევ­ზი, ოკე­ა­ნე­ში ათა­სო­ბით მეტ­რის სიღ­რმე­ში ბი­ნად­რობს. ის მთე­ლი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში 115 671 ნინოა რეგისტრირებული

იანვარი 27, 2025
13
მთავარი

დღეს, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ქრისტიანობის მქადაგებლის და გამავრცელებლის წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. ეს სახელი სახელი საქართველოში ყველაზე გავრცელებულია. კერძოდ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში 115 671...

დაწვრილებითDetails

მსოფლიოს ომების ისტორიაში პირველად – საახალწლო ზალპი თბილისური რაკეტებით შავი ზღვის თავზე

იანვარი 3, 2025
332
მთავარი

სა­ზღვაო დრონ­მა Magura V5-მა, რო­მე­ლიც აღ­ჭურ­ვი­ლი იყო სა­რა­კე­ტო ია­რა­ღით, ორი Mi-8 ტი­პის ვერ­ტმფრე­ნის გა­ნად­გუ­რე­ბა მო­ა­ხერ­ხა, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაზ­ვერ­ვის მთა­ვარ სამ­მარ­თვე­ლო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს. "გა­ნახ­ლე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, შავ ზღვა­ში,...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».