მდინარე წყალწითელაზე 16 წლის ბიჭი, სავარაუდოდ, დაიხრჩო. შემთხვევა დღეს მოხდა. ფაქტი ”მეგა ტვ”-ს შსს-ში დაუდასტურეს.
როგორც ცნობილია მოზარდი წყალში ცუდად გახდა, რამაც სავარაუდოდ მისი დახრჩობა გამოიწვია. 16 წლის ბიჭი გადაყვანილია ექსპერტუზაზე და გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დადგინდება.
შსს-ს ცნობით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.










