სოფელ სორმონსა და რიონში ძლიერი ხანძარია
იმერეთის რეგიონის სოფელ სორმონსა და რიონში ძლიერი ხანძარია. იწვის ჩაის ბუჩქები.
ადგილზე 8 სამაშველო ბრიგადა და 50-მდე მეხანძრე მუშაობს.
ხანძრის ჩაქრობას ქართან ერთად ცუდი ხილვადობა უშლის ხელს.
ადგილზე იმყოფებიან სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი.