წყალტუბოში ახალი წლის დღეები დაიწყო. დილიდან, საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს ქალაქის ცენტრში. მოწყობილია საშობაო სოფელი, ბაზრობა, ატრაქციონები, ინსტალაციები და არაერთი გასართობი სივრცე ბავშვებისთვის.
საღამოს დაგეგმილია კონცერტი, მანამდე ნაძვის ხეს აანთებენ.