წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში 2 აგვისტოს „ელიაობის“ დღესასწაულისთვის ჯგუფ Goofy Land-ის ჩამოსვლა იგეგმებოდა.
ააიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრს გამარტივებული შესყიდვა ჰქონდა გამოცხადებული, რომლის მიხედვითაც ჯგუფისთვის, მომსახურებაში 27 000 ლარი უნდა გადაეხადათ. ამ ეტაპისთვის მომსახურების შესყიდვა გაუქმებულია.
„ღონისძიებას დაესწრებიან წყალტუბოში და სხვა მუნიციპალიტეტებში (ქუთაისი, ხონი, სამტრედია და სხვა) მცხოვრები სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის წარმომადგენლები, მათ შორის ახალგაზრდები.
აღნიშნულის გათვალისწინებით, Goofy Land-ის ჯგუფის მონაწილეობა ღონისძიებაში ძალიან მნიშვნელოვანია მაქსიმალურად კარგი და საინტერესო ღონისძიების მისაღებად და მოსახლეობის/ახალგაზრდების ჩართულობის ასამაღლებლად.ქვეყნის შიგნით არ არსებობს სხვა მიმწოდებელი, რომელსაც შეუძლია განახორციელოს/მოგვაწოდოს იგივე მომსახურება“, – წერია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის გამარტივებული შესყიდვის საჭიროებაში.