წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა ლატვიელი სტუმრები მიიღო. ვეცუმნიაკის მხარის დელეგაციის წევრებმა წყალტუბოს ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს და კურორტის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი დამეგობრებულია ლატვიის ქალაქ სალდუსთან. 2015 წლიდან დღემდე მჭიდრო მეგობრული ურთიერთობის ფარგლებში ჩატარდა ოფიციალური ვიზიტები. მხარეები თანამშრომლობენ ტურიზმისა და კულტურის სფეროებში.
შეხვედრას ა(ა)ი.პ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტურიზმის განვითარების ცენტრის” მმართველი სალომე ქუთათელაძე ესწრებოდა.
ლატვიელი სტუმრები ხელოვნების დარგის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სახანძრო სამაშველო -სამსახურის წარმოადგენლები არიან, რომლებიც წყალტუბოს, როგორც უნიკალური კურორტის სამკურნალო დანიშნულების გაცნობასთან ერთად დაინტერესებული არიან ქართული კულტურით, ხელოვნებითა და მუსიკით.