წყალტუბოს მერია მიუსაფარი ძაღლების დაჭერისათვის 59`976 ლარად ტენდერს აცხადებს : NAT230025197
მომსახურების განხორციელების პროცესში გასათვალისწინებელი აუცილებელი მოთხოვნები:
1.წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების დაჭერა (მხოლოდ
შემსყიდველის მითითებით) საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად (ჰუმანური
მეთოდებით);
2.დაჭერილი ცხოველის ტრანსპორტირება სპეციალური ავტოსატრანსპორტით თავშესაფარში;
3.თავშესაფარში გადაყვანილი ცხოველების შესაბამისი გამოკვლევების შემდგომ მათი სტერილიზაცია,
კასტრაცია, ვაქცინაცია და სხვა ვეტერინალური მომსახურეობის გაწევა, მარკირება ყურის კლიპის მეშვეობით
(დაბირკვა) და რეგისტრირებული ცხოველების ბუნებრივ არეალში დაბრუნება. ვეტერინალური მომსახურება
უნდა განახორციელონ, მხოლოდ ვეტერინარ სპეციალისტმა;
4.უნდა მოხდეს ცხოველთა თავშესაფარში მოხვედრილი ცხოველების იდენტიფიცირება და ვაქცინირება
ცოფის საწინააღმდეგოდ;
5.ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე მძიმედ დაავადებული ცხოველების ევთანაზია და ცხოველთა
ბიოთერმულ სამარხში (ბეიკერის ორმო) გადაყვანა;
6.ცხოველის დაჭერა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ მითითებული ადგილიდან, ასევე უნდა
განხორციელდეს ცხოველთა რეგისტრაციის მკაცრი კონტროლი;
7.მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ სამჯერ (კონკრეტული თვის რიცხვები შეირჩევა
შემსყიდველსა და გამარჯვებულ პრეტედენტს შორის ხელშეკრულების გაფორმების მომენტში) შესაბამისი
რეიდების მოწყობა, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი რეიდების მოწყობა;
8.მომსახურების განხორციელების პერიოდში არსებული რისკ-ფაქტორების თავისთავზე აღება.