“ძვირფასო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია და თანაქალაქელებო. ეს სურათები არის გადაღებული ლონდონში კერძოდ kew gardens. მსგავსს ასევე ვხვდებით მსოფლიოს სხვა ქალაქებში ( მე პირადად მინახავს მსგავსი ბერლინში ) სიტყვაზე მენდეთ რომ არის ულამაზესი და საახალწლო განწყობას ძალიან აამაღლებს. ჩვენს ქალაქში პარკში თავისუფლად შეიძლება გაკეთდეს იგივე! რომელიც მოიზიდავს ტურისტებსაც და ქართველებსაც. შესასვლელად შეიძლება ასევე დაწესდეს სიმბოლური თანხა რომელსაც დარწმუნებული ვარ ყველა გადაიხდის რომ ესეთი სილამაზე დაათვალიეროს. წყალტუბოს მერიაში მსგავს იდეებზე ვინმე მუშაობს? თუ საახალწლო პრემიაზე უფრო გეფიქრებათ? ისეთი ხალხი დაასაქმეთ მანდ ვისაც ამ რაიმე უნახავს ან საუკეთესო უნივერსიტეტებში უსწავლიათ ან გამორჩეული ნიჭის პატრონები არიან.ეს იქნება ჩემი გულწრფელი რჩევა “-წერს მოქალაქე ანა კრავიშვილი და ფოტოებს აზიარებს :
ბრაკონიერმა თეთრიწყაროში შველი მოკლა – დაწყებულია გამოძიება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვემო ქართლში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ფიტარეთის მონასტრის მიმდებარედ ბრაკონიერმა შველი მოკლა....