წყალტუბოს ბალნეო ტურიზმი სახელმწიფო მხარდაჭერის მოლოდინში
წყალტუბო ცნობილი ბალნეო კურორტია. XII-XIII საუკეუნეებში იგი , როგორც სამკურნალო პუნქტი ,უკვე სარგებლობდა ფართო პოპულარობით. 1782 წელს “ბერლინის საბუნებისმეტყველო საზოგადოების შრომების” კრებულის ევროპულ გამოცემებში პირველად, გერმანულ ენაზე ქვეყნდებოდა ცნობები წყალტუბოს სამკურნალო წყლების შესახებ. 1920 წელს ტერიტორია სახელწიფო საკუთრება გახდა და ბალნეოლოგიური კურორტის ფუნქცია შეიძინა. კურორტის გაშენება 1926 წელს დაიწყო.