„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
„ 12 დეკემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში გ.ლორთქიფანიძის ქ. N116-თან უცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 12 დეკემბერს
23:00 საათიდან 13 დეკემბრის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
სამგორის რაიონში:
გრიგოლ ლორთქიფანიძის (კაიროს) ქ. N 27-79 (კენტებს) N 26-140 (ლუწებს), ნავთლუღის დას. 1, 2, 3, 4, 5 და 6 ქუჩებს, ბაღდავაძის N 8, 10,12,14.
ხვალ, 12 დეკემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში ვ.გორგასლის II შესახვევში უცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 12 დეკემბერს 23:00 საათიდან 13 დეკემბრის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:
კრწანისის რაიონში:
გორგასლის ქ. 1-81 (კენტებს); 2-30 (ლუწებს).(მათ შორის პროკურატურა, იუსტიციის, ფინანსთა სამინისტროები); გულუას ქ. 10(შსს); აბანოს ქ; გრიშაშვილის ქ. 2-16 (ლუწებს); 1-17 (კენტებს). ახუნდოვის ქ; ფერდოუსის ქ; ძმები სიმენსების ქ; ალექსანდრე შიმკევიჩის ქ.(ყოფ.გოგირდის ქ.); იბრაჰიმ ისფაჰანლის ქ; ორთაჭალის ქ. 2-6 (ლუწებს); 1-7 (კენტებს).
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.