გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 4 პირიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა, ის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი.
სამი პირის მდგომარეობა კი რომლებიც მე-8 საავადმყოფოში არიან შეყვანილი, სტაბილურია.
რაც შეეხება გურამიშვილის გამზირზე მდებარე იმ კორპუსის მცხოვრებლებს, რომელშიც აფეთქება მოხდა, სასტუმროებში გადაიყვანენ, მოგვიანებით კი, საჭიროების შემთხვევაში, მათი ქირით უზრუნველყოფა დაიწყება. აღნიშნული ნაძალადევის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ განაცხადა.
გურამიშვილის ქუჩაზე #34 აფეთქება 08:00 საათზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულზე აფეთქება კუსტარულად დამზადებულმა გაზის წყალგამათბობელმა გამოიწვია.
როგორც ”თბილისი ენერჯის” წარმომადგენელმა ნათია მიქიაშვილმა განაცხადა აღნიშნულ ბინაში ჩაატარა კვლევა და მათ მიეცათ გაფრთხიელება წყალგამაცხელებელი არ გამოეყენებინათ, თუმცა მოქალაქებ რჩევა არ გაითვალისწინა, რასაც აფეთქება მოჰყვა.
შედეგად ჩაინგრა მეხუთე სართული. წინა კორპუსში ჩაიმსხვრა მინები, დაზიანდა ხუთი ავტომობილი.