ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ქალაქ ქუთაისში
მიმდინარეობს „ქუთაისის წყალარინების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტი“. 2021 წლის 20 მაისს
CDM SMITH EUROPE GMBH (LEADER) (GERMANY)/SAUNDERS GROUP LTD. (MEMBER) (GEORGIA)-სა
და კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, კონსულტანტი ახორციელებს
წყალარინების ქსელის პროექტირებას, წყალარინების გამწმენდი ნაგებობის კონცეპტუალურ
პროექტირებას, სამუშაოების განმახორციელებელი კონტრაქტორის შესარჩევად სატენდერო
დოკუმენტაციის მომზადებასა და სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობას.
სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება სამ ფაზად. პირველ ფაზაში განსაზღვრულია 116 კმ
ქსელისა და 35 კმ სატრანსპორტო კოლექტორების რეაბილიტაცია/მშენებლობა და 80,000 ბენეფიციარზე
გათვლილი წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა.
დღეის მდგომარეობით, წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტირება-მშენებლობის
დასაწყებად მიმდინარეობს კონტრაქტორის შერჩევის საერთაშორისო სატენდერო პროცედურები და
წელსვე დაიწყება წყალარინების ქსელის სატენდერო პროცედურები. სამშენებლო სამუშაოების დაწყება
წყალარინების ქსელის შემთხვევაში დაგეგმილია 2025 წელს, ხოლო წყალარინების გამწმენდი ნაგებობის
შემთხვევაში – 2026 წელს.
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ სამომავლოდ დაგეგმილი ფაზა 2 და ფაზა 3-ით გათვალისწინებული
სამუშაოების შესყიდვის შემდეგ ქ. ქუთაისი სრულად იქნება უზრუნველყოფილი წყალარინების
თანამედროვე სისტემებით.