LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
წლის ბოლომდე ნეგატიური მოვლენები გველის – რას წერს ასტროლოგი

წლის ბოლომდე ნეგატიური მოვლენები გველის – რას წერს ასტროლოგი

დაპოსტა 2022/10/04-ში
A A
93
ნახვა
გაზიარება

ხათუნა ნოელი მიმდინარე თვის მნიშვნელოვან მოვლენებზე წერს და ასტროლოგიით დაინტერესებულ პირებს აფრთხილებს.

„ეს თვე, 2022 წლის ოქტომბერი, საკმაოდ არაერთგვაროვანი და საინტერესო მოვლენებით იქნება დახუნძლული. განსაკუთებით, მისი მეორე ნახევარი. საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც დროში უკვე კარგა ხანია იწელებოდნენ, ზოგ შემთხვევაში გასული წლიდან მოყოლებულიც კი, ახლა უკვე დასასრულს უახლოვდებიან. გვინდა თუ არ გვინდა, მაინც მოგვიწევს მათი სისრულეში მოყვანა.

რაღა თქმა უნდა, ასტროლოგიის მცოდნენი მიხვდებოდით, რომ საუბარი მაქვს სატურნისა და ურანის ურთიერთდაძაბულ ასპექტზე, რომელიც მთლიანად ამ ოქტომბრის თვეს გასდევს ფონად.

ძველისა და ახლის ჭიდილი ამ ეტაპზე ჯერჯერობით, შესაძლოა, ისევ ძველის გამარჯვებით დასრულდეს, რადგან სატურნი თავისი მეორე მმართველობის ნიშანში – მერწყულში გაცილებით უკეთეს პოზიციას ინარჩენებს, ვიდრე კუროს ზოდიაქოში ე.წ. „გაძევებაში“ მყოფი ურანი. სიახლეები და ცვლილებები გაჭირვებით იკიდებენ ფეხს, თუმცა განახლების დრო თანდათან უფრო ახლოვდება.

ამ ძალზე მნიშვნელოვან ასპექტს თვის ბოლოს კიდევ რამდენიმე საკვანძო თემა დაემატება. ერთ-ერთი, რასაკვირველია, მზის დაბნელებაა, რომელიც მორიელის ნიშნის მე-2 გრადუსზე მოხდება, მინდა შეგახსენოთ, რომ მზის დაბნელების გარშემო 2-კვირიან არეალში მომხდარი მოვლენები მინიმუმ, 6 თვეს არ კარგავენ თავის აქტუალურობას, თუმცა უფრო გრძელვადიანი ზემოქმედებაც კი შეიძლება ჰქონდეთ, კერძოდ კი, დაახლოებით 18, 5-წლიანი.

გვაქვს საკმაოდ რთული კიდევ ერთი ასპექტი – მარსი-ნეპტუნის კვადრატურა. რას გამოიწვევს ძნელი სათქმელია, სცენარი სხვადასხვა შეიძლება იყოს, თუმცა მათგან სახარბიელო არცერთი. მასობრივი განადგურების ქიმიური იარაღის გამოყენებაც, გაჟონვა რომელიმე ქიმკომინატში, ნავთობის ჩაღვრა ზღვაში, ძლიერი შტორმები და ცუნამის შესაძლებლობა, ასევე კულისებმიღმა ქმედებები, რომლებიც სააშკარაოზე გამოვლენ… არ გამოვრიცხავ რომელიმე დიდი გემის ჩაძირვასაც.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა – 28 ოქტომბერს რეტროგრადული იუპიტერის თევზების ზოდიაქოში დაბრუნება იქნება. შეგახსენებთ, ჩვენი სისტემის ეს გიგანტი 2021 წლის 29 დეკემბრიდან 2022-ის 12 მაისის ჩათვლით უკვე მოძრაობდა ამ ნიშანში. და აი ახლა, 20 დეკემბრამდე ხელახლა გაივლის იგივე გრადუსებს. და ბოლოს, ამ თვის ბოლო აკორდი – 30 ოქტომბერს მარსიც უკუსვლითი ხდება.

ეს მოვლენებიც, მისახვედრია ალბათ, რომ წარსული თემების რევიზია – გადასინჯვას შეუწყობენ ხელს.

მოკლედ, წინ საკმაოდ რთული და ამავდროულად საინტერესო პერიოდი გველის. ვიხილავთ საკმაოდ მაღალი თანამდებობებიდან თავისი ნებით წასვლებსაც და მოხსნებსაც, სტრუქტურების შიდა რღვევებს, ხელშეკრულებების და ძველი მოკავშირეების დაშლას… ბევრი, ძალიან ბევრი რამ შეიცვლება წლის ბოლომდე. დაველოდოთ.“ – წერს ასტროლოგი.

გაზიარება37

დაკავშირებული -პოსტები

გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
მთავარი

გამოცდების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს. „ამ წუთებში საგამოცდო ცენტრებში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესია მიმდინარეობს. დარეგისტრირებულ აბიტურიენტებთან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-მდე გამოსაცდელი. ამ დროის მონაცემებით დაიგვიანა ერთმა აბიტურიენტმა. ხვალ...

დაწვრილებითDetails

რომელი პროდუქტები გაძვირდა ყველაზე მეტად ივნისში

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
რომელი პროდუქტები გაიაფდა ყველაზე მეტად
ეკონომიკა

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.01%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.0 % შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის მიხედვთ, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის ივნისში,...

დაწვრილებითDetails

სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "კირნათის" დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე - 1995 წ. დაბადებული ე.ქ, 1969 წ. დაბადებული ჰ.ნ....

დაწვრილებითDetails

იტალიაში ექსტრემალური სიცხის გამო ხუთი ადამიანია დაღუპული

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
იტალიაში ექსტრემალური სიცხის გამო ხუთი ადამიანია დაღუპული
მთავარი

იტალიაში ექსტრემალური სიცხის გამო, ბოლო მონაცემებით, ხუთი ადამიანია დაღუპული, მათგან ორი 75 და 60 წლის იყო. გენუაში, 85 წლის მამაკაცი გულის უკმარისობით საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გარდაიცვალა , სადაც ის...

დაწვრილებითDetails

რამდენ ხანს ინახება ხორცი მაცივარში – რჩევები

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
ძროხისა და ქათმის ხორცი გაძვირდა -საქსტატი
მთავარი

ექსპერტების თქმით, ხანგრძლივი შენახვის შემდეგ ხორცი კარგავს როგორც სასარგებლო, ისე გემოვნურ თვისებებს. საყინულე ნამდვილად გვეხმარება პროდუქტების უფრო ხანგრძლივად შენახვაში, ვიდრე მაცივარი. თუმცა მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ერთი ფაქტი: ყველა პროდუქტს აქვს საკუთარი...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 1 ნიშანი, რომლისთვისაც ივლისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თვე იქნება

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
08/08/2024 მნიშვნელოვანია იყოთ  ფრთხილად. „ნომერი 8 ასოცირდება ფულთან“ – რა უნდა გააკეთოთ დღეს, ბარაქა და იღბალი რომ მოიზიდოთ
მთავარი

2025 წლის ივლისი ქალწულის ნიშნის წარმომადგენლებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება. ეს თვე არაერთი საინტერესო მოვლენით დაგამახსოვრდეთ თავს, მოგიტანთ წარმატებას და ამავდროულად, მოგიწოდებთ, რომ საკუთარ პრიორიტეტებს კიდევ ერთხელ გადახედოთ. ქალწულებისათვის ზაფხულის...

დაწვრილებითDetails

საგამოცდო პროცესში 36 ბრალდებული/მსჯავრდებული მონაწილეობს

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
საგამოცდო პროცესში 36 ბრალდებული/მსჯავრდებული მონაწილეობს
მთავარი

ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროცესში აბიტურიენტი მსჯავრდებულები ჩაერთნენ. წელს საგამოცდო პროცესში 36 ბრალდებული/მსჯავრდებული მონაწილეობს. იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით, პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილია ყველა საჭირო პირობა უმაღლესი განათლების მისაღებად....

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს ეს 3 ნიშანი ზაფხულის დასრულებამდე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
რომელია თქვენი ბედნიერების ფერი? – გაიგეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მთავარი

2025 წლის ივლისი და აგვისტო არაერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენით იქნება დატვირთული. ეს არის დროს, როდესაც ბევრი ადამიანი არსებული პრობლემების მოგვარებას, ახალი პროექტების დაწყებასა და საჭირო ცვლილებების განხორციელებას შეძლებს. ზოდიაქოს ეს...

დაწვრილებითDetails

რომელი პროფესია შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

ჰოროსკოპი მჭიდროდ უკავშირდება თითოეული ადამიანის უნარებსა და ნიჭს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ჰოროსკოპის გამოყენება პროფესიის შერჩევის დროს. პროფესიონალმა ასტროლოგებმა ჩაატარეს სტატისტიკური კვლევები და მივიდნენ დასკვნამდე, რომ არსებობს ე.წ. პროფესიების ჰოროსკოპი,...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს ერთ ნიშანას ზაფხულში კარიერული წინსვლა და მნიშვნელოვანი წარმატება ელოდება

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

7 აგვისტომდე პლანეტა მარსი ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს. ეს გავლენა კი ყველაზე შესამჩნევი კარიერული თვალსაზრისით იქნება. აღსანიშნავია, რომ პლანეტა მარსი ცოტახნის წინ ქალწულის ნიშანში შევიდა, სადაც 2025 წლის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"