ქუთაისის მერია ქალაქის ისტორიულ ბულვარში კაფე “სავანეს” დემონტაჟს ეხმაურება და აცხადებს რომ წლების განმავლობაში ხდებოდა ბულვარში არსებული ფართის უკანონოდ მითვისება. მათივე განცხადებით რამდენიმე დღეში ბულვარი რეაბილიტაცია დაიწყება:
“ქუთაისის ცენტრალური ბულვარი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და ის ქალაქის საკუთრებაა!
წლების განმავლობაში ხდებოდა ბულვარში არსებული ფართის უკანონოდ მითვისება. სასამართლომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და მოხდა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
უახლოეს დღეებში დაიწყება სკვერის სრული რეაბილიტაცია და დაზუსტებით ვაცხადებთ, რომ იქ არანაირი კვების ობიექტი არ განთავსდება! ბულვარში მხოლოდ მულტიფუნქციური შეხვედრების ადგილი იქნება.” – ნათქვამია ქუტაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.