სინოპტიკოსების ინფორმაციით, 18 ივნისის დილიდან 22 ივნისამდე ქვეყანაში შედარებით გამოიდარებს, ხანმოკლე წვიმა ელჭექით შენარჩუნებული იქნება მხოლოდ ცალკეულ რაიონში.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +27, +32 გრადუსი დაფიქსირდება.
ქ. თბილისში 18 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 19-21 ივნისს კი მცირე ხანმოკლე წვიმა შესაძლოა აღინიშნოს მხოლოდ ღამისა და საღამოს საათებში. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსი დაფიქსირდება.










