ინფორმაციას, რომელსაც გთავაზობთ თაბუკაშვილის ქუჩის მცხოვრები წერს, როგორც ირკვევა მოტოციკლს ჯიპი დაეჯახა და მოტოციკლის მძღოლი გარდაიცვალა. სავარაუდოდ, ეს არ არის ამ ქუჩაზე შემზარავი ავარიის პირველი შემთხვევა:
, თაბუკაშვილის ქუჩაზე. ჩვეულებრივი რალია ყოველდღე, ყოველღამე… ხშირი ავარიები, ადრეც, ახლაც… სტატისტიკა რომ გამოითხოვონ შემზარავი იქნება დარწმუნებული ვარ. წეღანაც ახლაგზარდა ბიჭი დაიღუპა მოტიციკლის მძღოლი, ჯიპი დაეჯახა თურმე ? აი სულ საფრთხეა ყველგან… ქუთაისელ ჟურნალისტებთან თუ გაქვთ კავშირი, თუ შეგიძლიათ რომ მიაწვდინოთ ხმა იქნებ გაინძრნენ ცოტა… ვიღაცის სიცოცხლე გადავარჩინოთ იქნებ… ? არც დრო მაქვს და თან აი, გამოჩენაც არ შემიძლია სამწუხაროდ, როგორც რესპოდენტს… თუმცა ბევრი გამოთქვამს სურვილს დარწმუნებული ვარ, ამ ქუჩაზე რომ გამოიარონ. ეს ავარია, რაც ახლახანს მოხდა ესეც ეცოდინებათ ალბათ.” -ეს იმ წერილის ფრაგმენტია, რომლის ავტორიც ადგილობრივი ხელისუფლებისგან მეტ ქმედით და ეფექტურ რეაგირებას ითხოვს, რათა მოქალაქეებმა უსაფრთო და არასტრესულ გარემოში იცხოვრონ.










