ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა აქცია გამართეს. სტუდენტები ითხოვენ საგანმანათლებლო დაწესებულებაში ონლაინსწავლება და გამოცდების ჩაბარება სასწავლო წლის ბოლომდე შენარჩუნდეს.
სტუდენტების მოთხოვნებს აწსუ-ს პრორექტორი შალვა კირთაძე გამოეხმაურა . მისი თქმით გამოცდების ფორმატის შესახებ სტუდენტები სემესტრის დასაწყისიდანვე იყვნენ ინფორმილებული:
“ოფიციალურად უნივერსტეტში სწავლება მიმდინარეობს ჰიბრიდული რეჟიმით. ყველა სემინარები, პრაქტიკული მეცადინეობები და ლაბორატორიულები ტარდება უნივერსტეტის სივრცეში. მცირე ჯგუფები სადაც არის ბევრ საგანში, ლექციები ტარდება უნივერსტეტში.
ჩვენ ბრძანება ამასთან დაკავშირებით დიდი ხნის წინ გამოვეცით. გადაწყვეტილება ამის შესახებ ყველა სტუდენტამდე მისული იყო , ფოსტებზე, დეკანებიდან , რომ გამოცდები იქნებოდა ამ ფორმატით , როდესაც სემისტერი დაიწყო და არა ახლა ან გუშინწინ .
ამით ჩვენ ცოდნის ობიექტურ შეფასებას ვახდენთ. ამით გვინდა ის მოთხოვნები გავითვალიწინოთ ბოლომდე , რაც არის ზოგადად განათლების ხარისხის დაცვა და ზოგადად მე მგონი ნელ-ნელა უნდა დავბრუნდეთ აუდიტორიებში, უნდა შევეჩვიოთ მას და უნდა ვიზრუნოთ იმისათვის, რომ მეტი განათლება წავიღოთ, ნებისმიერი სფეროდან და მათ შორის უნივერსტეტიდან.
ბრძანების შემუშავებაში ყველა ფაკულტეტი ჩართული იყო , ამაში სტუდენტებიც იღებდნენ მონაწილეობას , გამოკითხვაც არის ჩატარებული და აქედან გამომდინარე უნივერსტეტის ხელმძღვანელობამ შემდეგ მიიღო ეს გადაწყვეტილება.
ბინების ქირაობას რაც შეეხება, ჯერ ისე საინტერესოა , ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსტეტის სტუდენტი, რომ გიმტკიცებს განცხადებაში დედაქალაქში ბინები გაძვირდაო ცოტა უხერხულია არა? რა შუაშია აქ ქუთაისი.
მერე მეორე, ჩვენ ყველა სტუდენტს ვუთხარით და ყველა დეკანს ვეუბნებით, რომ ყველა იმ სტუდენტს, რომელსაც აქვს მზგავსი პრობლემა . ჩვენ შეგვიძლია იმ პერიოდში საერთო საცხოვრებლითაც მივეხმაროთ .
იყო ასეთი მოთხოვნები უკვე და ჩვენ ისინი დავაკმაყოფილეთ, ასეთ ბავშვებს, რომლებსაც უჭირთ ჩამოსვლა სხვადასხვა მიზეზთა გამო ვეხმარებით ყველანაირად . ამ მომენტისათვის 20 სტუდენტი ცხოვრობს ჩვენ საერთო საცხოვრებელში . მთავარია მათ განცხადებაში დააფიქსირონ ყოველივე ეს , სადღაც 70 სტუდენტის დაკმაყოფილბა შეგვიძლია მინიმუმ. თან ამის გაორმაგებაც მოხერხდება, იმ თვალსაზრისით , რომ თუ გამოცდა აქვს იმ დღეს იმ ღამეს დარჩება , რაღაც პერიოდი . რეგულირება შეიძლება ყველაფერის “- აცხადებს შალვა კირთაძე