ბოლო ერთი თვის განმავლობაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 60 წლის ზემოთ ასაკის 80 ათასამდე ადამიანი აიცრა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძემ აღნიშნა, რომ კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევების 85% სწორედ აღნიშნული ასაკის ადამიანებზე მოდის.
კითხვაზე, წახალისდებიან თუ არა პენსიონერების მსგავსად ახალგაზრდები, რომლებიც ჯერ არ აცრილან, გამყრელიძემ განაცხადა, რომ ასეთი პროგრამის ამოქმედება ჯერ არ იგეგმება.
„ახალგაზრდებზე ჯერ არა, ეს პროგრამა ამოქმედდა 60 წლის ზემოთ მოსახლეობაზე, რადგან სიკვდილიანობის 85% არის ამ ასაკზე.
ეს არის ყველაზე მოწყვლადი ასაკი. ამიტომ, სასურველია, რომ სრულად იყვნენ აცრილი.
დღეს ამ ასაკის მხოლოდ 40%-ია აცრილი. მოგეხსენებათ, პროგრამის შესახებ 8 ნოემბერს გამოცხადდა და 9 ნოემბრიდან შევიდა ძალაში.
ცხრიდან დღემდე 80 ათასამდე ადამიანია აცრილი. ჯერ მთავარია, ავცრათ ეს ასაკი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
60 წლის ზემოთ ასაკის, აუცრელი მოსახლეობის ფინანსური წახალისების მიზნით პროგრამა 9 ნოემბერს ამოქმედდა. 60 წელს გადაცილებული ყველა მოქალაქე, რომელიც 1-ლ იანვრამდე აიცრება, 200-ლარიან დანამტს მიიღებს.










