LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ჯერ არაფერი დაწყებულა – ზურაბ გურული

წარმოიდგინეთ რამდენად სანდოა ეს ორგანიზაცია – ქართველ ექიმი ამერიკაში ჯანმოს აკრიტიკებს

დაპოსტა 2020/06/01-ში
A A
302
ნახვა
გაზიარება

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ზურაბ გურული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკიომენდაციებს ეჭვ ქვეშ აყენებს და წერს, რომ დონალდ ტრამპმა უაღრესად სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ჯანმოს დაფინანსება შეუწტყვიტა.

„წარმოიდგინეთ უზარმაზარი მსოფლიო ორგანიზაცია, განსაკუთრებულად რთული მისიით, რომლის მართვასაც სჭირდება გამორჩეული ინტელექტუალი, რათა ერთიან ფორმატში გაიაზროს მსოფლიო ეკონომიკა, პოლიტიკა და რაც მთავარია, მედიცინის არაერთი დარგი.

2017 წელს, ჯანმო-ს არჩევნებში, აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ დირექტორის კანდიდატად წარმოადგინეს ცნობილი ბრიტანელი ექიმი, დევიდ ნაბარო, მაგრამ მათი ხმები გადაფარული იქნა აფრიკულ-აზიური ბლოკის მიერ, რომლის სათავეშიც იდგა და დგას ჩინეთი და ჯანმო-ს პრეზიდენტად პირველად აირჩიეს არაექიმი, ფრიად საეჭვო რეპუტაციის პოლიტიკოსი, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული და ჩამორჩენილი ქვეყნიდან.

საიდუმლოს არ წარმოადგენს არც ის ფაქტი, რომ არაერთმა დამკვირვებელმა ამ არჩევნებს უაღრესად ბინძური და მანიპულირებული უწოდა. ცხადია, ამოტივტივდა ბატონი ტედროსის ქვეყანაში მის “მიღწევების” შესახებ გაყალბებული სტატისტიკური მონაცემებიც;

მათ შორის ეთიოპიაში ქოლერის ეპიდემიის სამჯერ აფეთქების სრული დამალვა.

რაც ყველაზე საინტერესოა, ბატონი ტედროსის კანდიდატურას თავად პატიოსანი აფრიკელებიც ეწინააღმდეგებოდნენ; მათ შორის არაერთი ოპოზიციური პარტია მისი სამშობლო ეთიოპიიდან, რადგან ტედროსმა კარიერა აიწყო ეთიოპიის კომუნისტურ პარტიაში, რომლის ერთ-ერთი ლიდერი სსრკ-ელებისათვის კარგად ცნობილი მენგისტუ ჰაილე მარიამი გახლდათ.

ამ პარტიამ მილიონობით დოლარი გაიღო ბატონი ტედროსის საარჩევნო კამპანიისათვის.

გასაკვირი პრინციპში არც არაფერია. სსრკ-ში გამოზრდილ თაობებს კარგად გვახსოვს უმაღლეს სასწავლებლებში ე.წ. ლიმიტით ჩასარიცხად გამოყოფილი ადგილები, სადაც მინიმალური ქულები იყო საჭირო და დაჯავშნული იყო მუშებისა და კოლმეურნეებისათვის.

ზუსტად ამ პრინციპით ამოქმედდა გაერო-ც და მსოფლიოს სხვადასხვა პოლიტიკური ორგანიზაციებიც. შედეგი სახეზეა.

კატასტროფული ფიასკო, მსოფლიო მასშტაბის ჰუმანიტარული და ეკონომიკური კატასტროფა გამოიწვია ერთმა პანდემიამ და ამ კატასტროფის სრული სტატისტიკა ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.

ახლა წარმოიდგინეთ რამდენად სანდოა ეს ორგანიზაცია და მის მიერ მოწოდებული რეკომენდაციები, მაშინ როცა მას არჩევნების ჩატარებაც კი არ შეუძლია კორუპციისა და გაყალბების გარეშე.

ძნელია არ გაიხსენო ფატუ ბენსუდა, იურისტი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყნიდან, გამბიიდან, რომელსაც აშშ-მ ვიზაც კი გააუქმა და რომელიც სისხლის სამართლის საერთაშორისო საქმეებს არჩევს საერთაშორისო ტრიბუნალში. შეუძლია ვინმე ლოგიკურად მოაზროვნეს დაიჯეროს ამ ადამიანის ობიექტურობა და მოუსყიდველობა?

ამერიკის პრეზიდენტმა ძალიან არაპოპულარული, მაგრამ უაღრესად სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. თუ ვერ ახერხებ “თავლის” გაწმენდას, მაშინ სჯობს რომ მისი დაფინანსება შეწყვიტო“, – წერს ზურაბ გურული.

 

გაზიარება133

დაკავშირებული -პოსტები

ჰააგაში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს

by მეგა TV
ივნისი 25, 2025
0
დონალდ ტრამპმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ძალიან პროდუქტიული დისკუსია გამართეს – თეთრი სახლის ოფიციალური პირი
მთავარი

ჰააგაში დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.   აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა ნატო-ს წევრი სახელმწიფოების...

დაწვრილებითDetails

ფესტივალზე 145 ადამიანს შპრიცით უცნობი პრეპარატები შეუყვანეს – რას წერს მედია

by მეგა TV
ივნისი 24, 2025
0
ქუთაისში,  მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში  გოგომ ბიჭს ყელი გამოჭრა
მთავარი

საფ­რან­გე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, მუ­სი­კის ფეს­ტი­ვალ­ზე 145 ადა­მი­ანს უც­ნო­ბი პი­რე­ბი ნემ­სე­ბით და­ესხნენ თავს. ასზე მეტი შემ­თხვე­ვა საფ­რან­გე­თის ერთ-ერთ მუ­სი­კის ფეს­ტი­ვალ­ზე მოხ­და, რო­მე­ლიც ღია ცის ქვეშ იმარ­თე­ბო­და. პო­ლი­ცი­ას 145-მა პირ­მა...

დაწვრილებითDetails

ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდათ – ნაპოვნია 6 ცხედარი – ესპანეთი

by მეგა TV
ივნისი 24, 2025
0
საბერძნეთში  ქართველი მამაკაცი დააკავეს
მთავარი

ესპანეთის კუნძულ მალიორკას სანაპიროსთან 6 ცხედარი იპოვეს, რომლებსაც ხელები და ფეხები შეკრული ჰქონდათ. ესპანეთის ხელისუფლებამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. მედიის ცნობით, გამოძიება გასულ თვეში დაიწყო, როდესაც პირველი ცხედარი იპოვეს. სულ...

დაწვრილებითDetails

ტრამპის განცხადებით, ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია

by მეგა TV
ივნისი 24, 2025
0
ტრამპის საგარეო პოლიტიკური გზავნილები და პირველი ბრძანებულებები
მთავარი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა B-2-ების პილოტების ნიჭისა და გამბედაობის გარეშე.   „დღევანდელ „შეთანხმებას“ ვერ მივაღწევდით ჩვენი შესანიშნავი B-2-ების პილოტების...

დაწვრილებითDetails

უკრაინაში ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 22, 2025
0
უკრაინაში ქართველი მებრძოლი ვანო ნადირაძე გარდაიცვალა
მთავარი

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა ქართველი მებრძოლი, უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ვანო ნადირაძე. ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერენ უკრაინაში...

დაწვრილებითDetails

რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა – ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს

by მეგა TV
ივნისი 22, 2025
0
რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა – ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს
მთავარი

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, სამ ირანულ ბირთვულ ობიექტზე, რომლებიც აშშ-ის დარტყმების სამიზნე იყო, რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა.   „ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე - მათ შორის ფორდოუზე - თავდასხმების...

დაწვრილებითDetails

აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები B-2 ტიპის ბომბდამშენების გამოყენებით, GBU-57A/B ბომბებით დაბომბა – CNN

by მეგა TV
ივნისი 22, 2025
0
აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები B-2 ტიპის ბომბდამშენების გამოყენებით, GBU-57A/B ბომბებით დაბომბა – CNN
მთავარი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმების დროს აშშ-ის საჰაერო ძალების B-2 ტიპის ბომბდამშენები გამოიყენეს. CNN-ი წერს, რომ B-2 Spirit აშშ-ის საჰაერო ძალების უმაღლესი დონის ბომბდამშენია. ტელეკომპანია განმარტავს,...

დაწვრილებითDetails

ირანის მშვიდობიან ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის თავდასხმას მარადიული შედეგები ექნება – ირანის საგარეო მინისტრი

by მეგა TV
ივნისი 22, 2025
0
ირანის მშვიდობიან ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის თავდასხმას მარადიული შედეგები ექნება – ირანის საგარეო მინისტრი
მთავარი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებს გმობს და აცხადებს, რომ ამას „მარადიული შედეგები“ ექნება.   „დღეს დილით მომხდარი მოვლენები აღმაშფოთებელია და მარადიული შედეგები ექნება“, -...

დაწვრილებითDetails

ირანმა, ახლო აღმოსავლეთის მოძალადემ, ახლა მშვიდობა უნდა დაამყაროს – დონალდ ტრამპი

by მეგა TV
ივნისი 22, 2025
0
დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდ დეპორტაციას აანონსებს
მთავარი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანი გააფრთხილა, რომ თუ ირანი მშვიდობას არ დაამყარებს, აშშ-მ შესაძლოა დამატებითი სამიზნეები დაბომბოს. მან ირანს დიპლომატიური გადაწყვეტისკენ მოუწოდა. შესაბამისი განცხადება ტრამპმა ირანის სამ ბირთბულ ობიექტზე დარტყმების...

დაწვრილებითDetails

აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა

by მეგა TV
ივნისი 22, 2025
0
აშშ-მა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა
მთავარი

აშშ-მ ირანში სამ ძირითად ბირთვულ ობიექტზე იერიში მიიტანა. შესაბამისი განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა.   შეტევა განხორციელდა ფორდოუზე, ისპაჰანსა და ნათანზიზე, რომლებიც ირანის ბირთვული ამბიციების ცენტრებს წარმოადგენენ.   დონალდ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"