LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში” – ბიზნესომბუდსმენი

“წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში” – ბიზნესომბუდსმენი

დაპოსტა 2019/09/20-ში
A A
109
ნახვა
გაზიარება

წარმოდგენილი ცვლილებებით უხეშად ხდება ჩარევა ბიზნესის და დასაქმებულის ურთიერთობებში და მიგვაჩნია, რომ მსგავსი ფორმით შრომის კოდექსში ცვლილებებს ექნება ბევრად ნეგატიური შედეგები, ვიდრე ის მოლოდინები და მიზნები, რომლებიც ჩადებულია მასში – ასე აფასებს ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს.

ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურად არის ჩართული შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების განხილვაში და ბიზნესთან კონსულტაციების შედეგად შემუშავებული აქვს შენიშვნების და წინადადებები. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები,  არის მოტივატორი და ერთგვარი სტიმული  დასაქმებულს და დამსაქმებელს შორის ურთიერთობებში გარკვეული არალეგალური სექტორის ჩამოყალიბებისკენ.

“ვფიქრობთ, რომ  რიგი ცვლილებები გაართულებს ბიზნესის წარმოების პროცესს და ურთიერთობებს დასაქმებულს და დამსაქმებელს შორის.  კანონის პროექტში არის ჩადებულია  საკანონმდებლო ნორმები ისეთ შრომით საკითხებზე, რომლებიც უშუალოდ დამსაქმებლის და დასაქმებულის შეთანხმების  ნაწილი უნდა იყოს  და  ამ საკითხებში საკანონდებლო ვალდებულებების ჩადება, შეზღუდვების დაწესება  არალეგალური შრომის ბაზრის გააქტიურების მოტივატორი იქნება.  მიგვაჩნია, რომ  ზეპირი ხელშეკრულებების ნაწილის მოშლა,  ზეგანაკვეთური სამუშაოების ნორმირება და ა.შ. არის ის კრიტიკული  საკითხები, რომლებიც უნდა დაკორექტირდეს. გამომდინარე იქედან, რომ ამ ცვლილებების ამოქმედების შემთვევაში  ერთის მხრივ კერძო სექტორს ახალი ვალდებულებები ეკისრება და მძიმდება ბიზნესის მდგომარეობა. მეორეს მხრივ,  იზღუდება დასაქმებული – თვითონ გადაწყვიტოს, როგორ შეათანხმოს თავის დამსაქმებელთან ის სამუშაო პროცესი თუ პირობები, რომელიც მისთვის შეიძლება იყოს მისაღები ან არ იყოს მისაღები.”- აცხადებს ბიზნესომბუდსმენის.

ირაკლი ლექვინაძე შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე  რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) ჩატარების მნიშვნელობაზეც ამახვილებს  ყურადღებას. მისი თქმით, იმისათვის, რომ ცხადი იყოს რა ეკონომიკურ ეფექტთან და დანაკარგებთან არის დაკავშირებული ცვლილებები RIA-ს ჩატარება აუცილებელია.

„ლოგიკურიც და აუცილებელიცაა, რომ ამ მასშტაბის ცვლილებებზე, რომელიც ფუნდამენტურად ცვლის შრომის ბაზრის დღეს არსებულ წესებს  ჩატარდეს რეგულირების გავლენის შეფასების ანალიზი, სადაც ზუსტად გამოჩნდება ნეგატიური ეფექტებიც და სავარაუდო შედეგებიც, რომელიც შეიძლება მოჰყვეს აღნიშნულ გადაწყვეტილებას. ეს საჭიროა იმისათვის, რომ ჩვენ დავინახოთ  ემსახურება თუ არა რეფორმა რეალურად დაგეგმილ მიზანს და რა ეკონომიკურ ეფექტთან და დანაკარგებთან გვექნება საქმე. ჩვენ არ უნდა მივიღოთ ისეთ გადაწყვეტილებები, რომელიც აღსრულების კუთხით იქნება რთული, იქნება ტვირთი ბიზნესისთვის, მოგვცემს ეკონომიკურ დანაკარგებს და შედეგი პრაქტიკულად ამ ნაწილში არ გვექნება.”- ამბობს ირაკლი ლექვინაძე.

თეგები: ბიზნესომბუცმენიდასაქმებაშრომის კოდექსიცვლილებები
გაზიარება45

დაკავშირებული -პოსტები

სპეცრაზმის მიერ ნაცემი ზვიად მაისაშვილი დაზარალებულად 8 თვის შემდეგ სცნეს

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
სპეცრაზმის მიერ ნაცემი ზვიად მაისაშვილი დაზარალებულად 8 თვის შემდეგ სცნეს
მთავარი

სპეცრაზმის მიერ ნაცემ სამოქალაქო აქტივისტი ზვიად მაისაშვილს დაზარალებულის სტატუსი 8 თვის შემდეგ მიანიჭეს. მისი თქმით, მოძალადეებმა თავიდანვე იცოდნენ, რომ დაცულები იქნებოდნენ, მათი ვინაობა არ გამოვლინდებოდა, ამიტომ იქცეოდნენ ასე არაადამიანურად: "პირველ რიგში...

დაწვრილებითDetails

სინათლე არ უნდა ჩაქრეს – 22 დამოუკიდებელი ონლაინ მედიის გაერთიანებული კამპანია

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
სინათლე არ უნდა ჩაქრეს – 22 დამოუკიდებელი ონლაინ მედიის გაერთიანებული კამპანია
მთავარი

22 დამოუკიდებელი ონალინ მედია რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გათიშული იყო, საერთო გზავნილს ავრცელებს. "სინათლე არ უნდა ჩაქრეს" - ეს არის მათი მთავარი სათქმელი. რეპრესიული რეჟიმი დამოუკიდებელ ონლაინმედიას გაქრობით ემუქრება. სწორედ ამ რეალური...

დაწვრილებითDetails

რუსებს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ნასამართლეობის შესახებ ცნობა სჭირდებათ

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
რუსებს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მისაღებად ნასამართლეობის შესახებ ცნობა სჭირდებათ
მთავარი

რუსებს, რომლებსაც საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღება ან გაგრძელება სურთ, სამშობლოში ნასამართლობის შესახებ ცნობა მოეთხოვებათ. ამის შესახებ რუსული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინტერნეტ-რესურსი, Sotaproject, ასევე, საქართველოში მცხოვრები რუსი ბლოგერი, ნიკოლაი ლევშიცი თავის ვებგვერდზე წერს....

დაწვრილებითDetails

რამდენიმე საათია 22 მედიასაშუალების ვებ-გვერდი გათიშულია

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
პრესის თავისუფლების 2023-ის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 26 პოზიციით გაუარესდა
მთავარი

რამდენიმე საათია 22 მედიასაშუალების ვებ-გვერდი გათიშულია, მათ შორის "ნეტგაზეთი", "ბათუმელები", "პუბლიკა" ON.GE, "მედია ჩეკერი", იმერეთში მოქმედი სააგენტოების "ინფო იმერეთისა" და "ქუთაისი პოსტის" საიტები და სხვა. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.

დაწვრილებითDetails

ევროპაში ტყის ხანძრებს ებრძვიან, არის მსხვერპლი

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
ევროპაში ტყის ხანძრებს ებრძვიან, არის მსხვერპლი
მთავარი

სამხრეთ ევროპის ზოგიერთ ნაწილში ათობით ხანძარს ებრძვიან, რამაც, სულ მცირე, სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ათასობით ადამიანი კი აიძულა, საკუთარი სახლები დაეტოვებინათ. იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის, პორტუგალიისა და ბალკანეთის ზოგიერთ ნაწილში წითელი განგაში გამოცხადდა,...

დაწვრილებითDetails

დიდი საფრთხის მატარებელია, როდესაც ხილ-ბოსტნეული იყიდება გზის პირას

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
ხილი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს
მთავარი

„მაქსიმალურად უნდა მოერიდოს მომხმარებელი გზის პირას განთავსებული ხილ-ბოსტნეულის ყიდვას“, - ამის შესახებ სურსათის უვნებლობის სპეციალისტი ირაკლი არაბული ხილ-ბოსტნეულის შერჩევის წესებზე საუბრისას „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს. მისი განმარტებით, ავტომობილების გამონაბოლქვი შეიცავს ტყვიას, რომელიც...

დაწვრილებითDetails

სასულიერო პირი მოულოდნელად გარდაიცვალა

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
სასულიერო პირი მოულოდნელად გარდაიცვალა
მთავარი

რუსთავის წმ. ცამეტი ასურელი მამის სახელობის სამლოცველო სახლის წინამძღვარი დეკანოზი კახაბერ ტაბატაძე 64 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა დეკანოზი კახაბერის წმ. ცამეტი ასურელი მამის სახელობის სამლოცველო სახლის დამაარსებელი იყო და 2004...

დაწვრილებითDetails

არაადამიანურად მოექცნენ, სახტად დატოვეს რამდენიმე ათეული ადამიანი – რას წერს ალიმი ხერხაძე

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
არაადამიანურად მოექცნენ, სახტად დატოვეს რამდენიმე ათეული ადამიანი – რას წერს ალიმი ხერხაძე
მთავარი

ქუთაისში, სამხედრო ჰოსპიტლის თანამშრომელი ალიმი ხერხაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „რეორგანიზაციის“ საბაბით, საჯარო სამსახურიდან გაათავისუფლეს. მისი თქმით, გათავისუფლების მიზეზი 2024 წლის ნოემბერში, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა მიერ გამოქვეყნებულ პეტიცია გახდა, რომელსაც...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი, მათ შორის უბნის ინსპექტორი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
ქუთაისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი, მათ შორის უბნის ინსპექტორი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო, საპროცესო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. გამოძიებით...

დაწვრილებითDetails

გამოქვეყნდა საგამაგისტო გამოცდების შედეგები

by მეგა TV
აგვისტო 13, 2025
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

გთავაზობთ საერთო სამაგისტრო გამოცდის ოთხივე ნაწილის (წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა) პირველად შედეგებს. სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით. იმ შემთხვევაში, თუ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"