ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ნაბეღლავში, უამინდობის შედეგად მეწყერი ჩამოწვა – ინფორმაცაის ჩოხატაურის საკრებულოს სოციალურ, განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ნაბეღლავი, ქვაბღა, ჩხაკაურა, ხევის მაჟორიტარი ზვიად მამალაძე ავრცელებს
“ნაბეღლავი. წამოსულია მეწყერი. წაქცეულია ელექტრო-ენერგიის ბოძები, გაფუჭებულია გზის საფარი. ადგილზე მობილიზებულია ენერგო-პრო, გზების დეპარტამენტი, სამაშველო პოლიცია. გზა გახსნილია. მიმდინარეობს ელექტრო-ენრგიის აღდგენითი სამუშაოები”, — წერს ზვიად მამალაძე სოციალურ ქსელში.