ქრონიკული დაავადებების სამკურნალო 35 დასახელების მედიკამენტს პაციენტები 1 ლარად შეიძენენ ქვეყნის მასშტაბით 118 აფთიაქში – ამის შესახებ დღეს პრემიე მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა ვრცელდება შემდეგ დაავადებებზე:
- გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები;
- ფილტვის ქრონიკული დაავადებები;
- დიაბეტი (ტიპი II);
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებები
- ეპილეფსია;
- პარკინსონის დაავადება