LIVE TV
კვირა, თებერვალი 22, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

წალენჯიხის მერის წერილი მიხეილ სააკაშვილს

დაპოსტა 2021/11/02-ში
267
ნახვა
გაზიარება

წალენჯიხის ახლად არჩეული მერი გია ხარჩილავა “ფეისბუქის” პირად გვერდზე საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის გამოგზავნილ წერილს აქვეყნებს, რომელსაც თან ვრცელ მიმართვას ურთავს.

როგორც ხარჩილავა წერს, – “აქამდე არასდროს ყოფილა თავისუფალაღკვეთილი ადამიანი საპატიმროდან უფრო თავისუფალი გარე სამყაროზე.”

“საქართველოს პრეზიდენტს, ბ-მიხეილ სააკაშვილს! თავისუფლების ბასტიონიდან!

დიადი ამბების თანამონაწილეები და შემოქმედნი გავხდით, ისევ წალენჯიხიდან! დიახ, გაუტოლდა ერთი კაცის, მიხეილ სააკაშვილის ბრძოლა ერის ბრძოლას თავისუფლებისთვის – საკუთარი თავისუფლების გაწირვის ხარჯზე! თავიდანვე, გადაწყვეტილების მიღებისთანავე, იგი ბრუნდებოდა საკუთარ ქვეყანაში, როგორც სატუსაღოში, როგორც ციხეში, სადაც პატიმრობდა ქართული საზოგადოება მთლიანად, როგორც მძევალი ოლიგარქიისა! ამ საზოგადოების გამოხსნას კი თავდადებები დასჭირდა, პირადი მაგალითები და სიდიადეების განზოგადება! აქამდე არასდროს ყოფილა თავისუფალაღკვეთილი ადამიანი საპატიმროდან უფრო თავისუფალი გარე სამყაროზე, უფრო თავისუფალი, ვიდრე ძალაუფლების მფლობელნი და არასდროს დაპატარავებულან  “დიადნი ამა ქვეყნისანი”ისეთად, როგორიც ისინი თავგანწირვის ამ ნაბიჯმა წარმოაჩინა… ნაბიჯმა,რომელიც ღირებულებითი და მასშტაბებში აცდენების გამო ვერ გათვალეს მცირეებმა დიდისგან, წარმავალებმა მომავლისგან.

ეს ისტორია ახალი ქართული სულიერი ამბოხის იმპულსებითაა გაჯერებული და თავისუფლებას მოწყურებული ერი მიშას საკნის კედლის ორივე მხრიდან დაანგრევს ციხეს, როგორც სიმბოლოს და მოიპოვებს ქვეყანას, როგორც სახელმწიფოს, ერთი ადამიანის, საზოგადოების და ქვეყნის თავისუფლებად!

მადლობა მაგალითისთვის!
მადლობა გზნებისთვის!
შთაგონებისთვის!

ეს წერილი ყველა წალენჯიხელს გვეკუთვნის, ყოველ თქვენგანს!  ეს წერილი ყველა შეუგუებელს ეკუთვნის!
წერილი საკნიდან, წერილი ქვეყნიდან, როგორც საპატიმროდან, წერილი, როგორც თავისუფლების მოძახილი!

ორი მოლოდინი ამოხეთქავს ამ წერილის წაკითხვისას ჩემს და შენს წალენჯიხაში, ბატონო პრეზიდენტო !

ერთი-თქვენი და ქვეყნის თავისუფლების გამარჯვების!

მეორე თქვენი წალენჯიხასთან შეხვედრისა წალენჯიხის ცენტრალურ მოედანზე, საიდანაც 2003 წელს ვარდების კოლონა დაიძრა და ქვეყანა თავისუფალი ერის შემოქმედებითი ცხოვრებით აცხოვრა! და სადაც ამ 2021 არჩევნებზე ოპოზიციის ახალი გამარჯვების ისტორია დაიწერა მთელი საქართველოსთვის, როგორც ცვლილებების დეტონაცია..
და რომელიც ,ყველა ისტორიული ლოგიკით, თავისუფლების მოედნად იქნება წოდებული წალენჯიხაში და სადაც, თქვენი თაოსნობით და ჩვეული აღმშენებლობის ჟინით, თბილისის თავისუფლების მოედნის წმინდა გიორგის ქანდაკების ასლი დაიდგმება, როგორც პარალელი ერისა და წალენჯიხისა- დროსა და სივრცეში!!

ბარიერთან!

“ყველაფერი გამოგვივა”
მიხეილ სააკაშვილი!

1 ნოემბერი, გიორგობისთვე!” – წერს გია ხარჩილავა.

გაზიარება107

დაკავშირებული -პოსტები

პროდუქციით წყენის არც ერთი შემთხვევა არ არსებობს- დაკავებული ბიზნესმენის ადვოკატი

თებერვალი 21, 2026
49
მთავარი

შესაძლებელია ცალკეულ დაზიანებულ პროდუქციაზე იყოს საუბარი, თუმცა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ეთანხმება იმ სურათს, რომ საშინელ მომწამვლელ ნივთიერებებს აწარმოებდა, - ამის შესახებ  დაკავებული ბიზნესმენის, „კულასა“ და „ბატონოს“ დამფუძნებლის, ივანე...

დაწვრილებითDetails

“50%-ზე მეტი დილერების უმუშევარი დარჩება”-ავტოიმპორტიორებმა და ავტოდილერებმა საპროტესტო აქცია გამართეს

თებერვალი 21, 2026
47
მთავარი

რუსთავის ავტობაზრობის მიმდებარედ, ავტოიმპორტიორებმა და ავტოდილერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. პროტესტანტები ეწინააღმდეგებიან მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად 1-ელი აპრილიდან 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტი აიკრძალება. ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლის...

დაწვრილებითDetails

საქართველო საერთაშორისო რუკიდან გამქრალია – სალომე ზურაბიშვილი

თებერვალი 21, 2026
59
მთავარი

საქართველო საერთაშორისო რუკიდან გამქრალია - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Monocle Radio-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ზურაბიშვილი ამბობს, რუკის გარეთ დარჩენა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ საქართველოს ისტორიული როლის დაკარგვას ნიშნავს. ზურაბიშვილმა...

დაწვრილებითDetails

ბაიკალის ტბაში ტურისტების ავტობუსი ჩავარდა- დაიღუპა ყველა მგზავრი

თებერვალი 21, 2026
190
მთავარი

რუსეთში, ბაიკალის ტბაში ჩინელი ტურისტების ავტობუსი ჩავარდა. როგორც მედია წერს, შემთხვევის შედეგად ავტობუსის მძღოლი და ტრანსპორტში მყოფი შვიდივე ტურისტი დაიღუპნენ. გავრცელებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევის მომენტში ავტობუსი გაყინულ ტბაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც...

დაწვრილებითDetails

საქართველოში 3.3(ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა

თებერვალი 21, 2026
281
მთავარი

#მიწისძვრა #პირველადიინფორმაცია დღეს თბილისის დროით 16:23-ზე ქალაქი დმანისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 3 კმ-ში, სოფელ ვაკეში მოხდა 3.3(ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: ies.iliauni.edu.ge

დაწვრილებითDetails

“ნახევარზე მეტი ფოთი ზღვის ფსკერზეა”- ნინო ჩხობაძე

თებერვალი 21, 2026
382
მთავარი

„დღეს ნახევარზე მეტი ფოთი არის ზღვის ფსკერზე - ეს არის ის, რაც მოხდა ჭაობის დაშრობის შედეგად; იგივე ემუქრება ზღვისპირა ტერიტორიების ნაწილს“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ „საქართველოს...

დაწვრილებითDetails

“ვერ ვიჯერებ ღმერთო..”- სამეგრელოში ახალგაზრდა მამაკცს გლოვობენ

თებერვალი 21, 2026
542
მთავარი

ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების შესახებ, სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. გარდაცვლილი ახალგაზრდა კოკა გედენიძეა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად თრომბი სახელდება. გარდაცვლილს მეუღლე, დედა და შვილი დარჩა. "ვაიმე, რატომ კოკა?... რა ეშველება დედას,...

დაწვრილებითDetails

ჩხოროწყუში მამა-შვილს გლოვობენ

თებერვალი 21, 2026
99
მთავარი

ჩხოროწყუში, სოფელ ხაბუმეში მამა-შვილს გლოვობენ. “სოფელში უმძიმესი ტრაგედია ტრიალებს… ოჯახში ორი მიცვალებული ასვენია… გარდაცვლილები- ჯუმბერ და ირაკლი ჯალაღონიები არიან,“ – გვეუბნება ერთ-ერთი ადგილობრივი. ინფორმაციას ადასტურებს მერის წარმომაგდენელიც. როგორც ნესტან ქარჩავა...

დაწვრილებითDetails

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი რამდენიმე მსახიობმა დატოვა

თებერვალი 21, 2026
69
მთავარი

ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი კიდევ რამდენიმე მსახიობმა დატოვა. არსებული ინფორმაციით, თეატრიდან წავიდნენ დავით ბეშიტაიშვილი, ანასტასია ჭანტურია, მანუ თავაძე და ლუკა ჯაფარიძე. მანამდე, თეატრის დატოვების შესახებ განაცხადეს...

დაწვრილებითDetails

სასამართლომ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა კომპანიების „კულას“ და „ბატონოს“ დირექტორს

თებერვალი 21, 2026
96
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლომ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა კომპანიების, „კულას“ და „ბატონოს“ დირექტორს, ივანე (ვანო) გოგლიძეს - მას „ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღებას“ ედავებიან. ბრალდება „ბატონოს“ პროდუქციას ეხება. „ბატონოსაც“ და „კულასაც“ ერთი მფლობელი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».