“ვაიმე ნიკა ვერ ვიჯერებ ჩვენო კარგო ნუთუ შენ და შენი პრინცესა წახვედით ამ ქვეყნიდან უფალმა დაგიმკვიდროთ ცათა სასუფეველი“
საგარეჯოში, სოფელ თოხლიაურთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ვალელი ახალგაზრდა და მისი სამი წლის შვილი ემსხვერპლა, გარდაცვლილია ბავშვის ბებიაც. შემთხვევა გუშინ, 14 თებერვალს მოხდა.
როგორც გარდაცვლილის ახლობლები აცხადებდნენ, ახალგაზრდა კაცი წარმოშობით ვალედან არის, წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად საგარეჯოში ცხოვრობდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
წავიდა თავის სიფრიფანა გოგოსთან ერთად-წერენ ახლობლები .