წალენჯიხაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. როგორც ცნობილია დამწვარია ავქსენტ გვილავას სახლი.
ვიდეოს სოციალურ ქსელში მოქალაქე ბერდია კალანდია “თაიმერზე” დაყრდნობით ავრცელებს.
ცეცხლის გამომწვევი მიზეზი უცნობია. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ადგილზე საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის 4 ეკიპაჟი მუშაობდა. ცნობილია, რომ არ არის მსხვერპლი და არც დაშავებული.
“მთავარი არხის” ვებგვერდისთვის ცნობილი ხდება, რომ დამწვარია სახლის სახურავი და მეორე სართული.